ვანის მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მერიის, საკრებულოს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. პირველ შეხვედრაზე ჯგუფის ხელმძღვანელი აირჩიეს, განხილულ იქნა ჯგუფის დებულება, ადვოკატირების გეგმის სამუშაო ვერსია და რეკომენდაციები.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით