ორი პროექტის განხორციელება ვანის მუნიციპალიტეტში

1

ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვანის მუნიციპალიტეტში ივნის-აგვისტოში ორ პროექტს ახორციელებენ.

„თანადგომა - 2020“ ახალშექმნილი ორგანიზაციაა და მისი პროექტია ,,მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვის პროცესში მათი მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ“.

პროექტის დასრულების შედეგად მოქალაქეები აქტიურად ჩაერთვებიან გადაწყვეტილებების მიღებაში. თვითმმართველობა მზად იქნება, ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინოს მათი მოსაზრებები და ალტერნატივები.

ორგანიზაცია ,,მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტიანი მმართველობისა და სამართლიანობისათვის“  კი ახორციელებს პროექტს „ვანის მუნიციპალიტეტის სალომინაოს თემის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალგაზრდებისა და შშმ პირების საჭიროებები და მოთხოვნილებები, ინფორმირებულობა და გაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ხელშეწყობა“.

პროექტი მოაზრებს ახალგაზრდების ნიჭის განვითარებას, მათი პასუხისმგებლობის გაძლიერებას, ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიურ  თანამშრომლობას.

საპროექტო განაცხადები მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები