ფონდმა „სოხუმმა“ ლენტეხის მუნიციპალიტეტში პირველად გამართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მერიის და საკრებულოს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.
შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაციები: როგორ პასუხობს ადგილობრივი ბიუჯეტი გენდერულ პარამეტრებს, ოჯახური ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების საკითხები რამდენად პრიორიტეტულია ხელისუფლებისთვის, რა გამოწვევები არსებობს და რა იგეგმება ამ მიმართულებით.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე -ადგილობრივი თვითმმართველობის როლის შესახებ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არასამთავრობო სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის მსგავსი თანამშრომლობა ახალი ინიციატივების დანერგვას შეუწყობს ხელს.