ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო-გაცნობით შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის და საკრებულოს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ფონდი „სოხუმის“ გამოცდილებაზე და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობაზე ოჯახში ძალადობის/ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების პროცესში. საუბარი შეეხო ფონდი „სოხუმის“ ტრენინგს მუნიციპალიტეტის სამედიცინო პერსონალთან.
შეხვედრის დროს ითქვა, რომ მუნიციპალიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა სასიკეთო ცვლილებების საწინდარი გახდება.