პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში, პროექტის პარტნიორმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“ გამართა მორიგი პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამიზნე მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის განხორციელების მეორე მონიტორინგის შედეგებს. პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ისე ქუთაისში მოქმედი მასმედიის, ელექტრონული და ბეჭდვითი საშუალებების წარმომადგენლებმა.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით