ახალი ამბავი ინტერნეტში, ნიუსის სტრუქტურა, ფოტოების სწორად შერჩევა, მკითხველთა აუდიტორიის გაფართოება - ეს არის ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებულ ტრენინგზე განხილული საკითხების ერთი ნაწილი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, როგორ აისახოს ნიუსში საქმიანობის შედეგები, მიღებული გაკვეთილები და წარმატების ისტორია.
ონლაინ ტრენინგში მონაწილეობდნენ 8 მუნიციპალიტეტის 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის, ფონდი „სოხუმის“, მეწარმე ქალთა ფონდის და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლები.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით