ხონის საკრებულოს სხდომაზე მალე უნდა გაიტანონ დასამტკიცებლად სამუშაო ჯგუფის მომზადებული სამოქმედო გეგმა. უკვე არსებობს გეგმის საბოლოო ვერსია, თუმცა საკრებულოს სააქტო დარბაზში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ სამუშაო ჯგუფის წევრები. შეხვედრაზე დაიგეგმა წინა სამუშაო პროცესი, რომელიც მოამზადებს ნიადაგს სამოქმედო გეგმის დამტკიცებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის, საკრებულოს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით