ვებგვერდის განახლებასა და მონაწილეობით ბიუჯეტზე მსჯელობდნენ თერჯოლაში, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. საკრებულოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ჯგუფის ახალი წევრები, საკრებულოს კომისიის ხელმძღვანელი და ფინანსური სამსახურის წარმომადგენელი.
სამომავლო გეგმების განხილვისას დაისვა მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლების საკითხი, რადგან ეს ელექტრონული სერვისი აუცილებელია. ასევე გაკეთდა აქცენტი მონაწილეობით ბიუჯეტზე, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს ახალი ბიუჯეტის განხილვაში და შეძლოს თავისი კონკრეტული საჭიროებების მოგვარება.
ეს ორი ძირითადი კომპონენტი ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს, ამიტომაც დაიგეგმა საკონსულტაციო შეხვედრა ფინანსური განყოფილების წევრებთან.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით