ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარების ექიმები, პოლიკლინიკებსა და სოფლის ამბულატორიებში მომუშავე მედპერსონალი შეიკრიბა საინფორმაციო შეხვედრაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის სამედიცინო კლინიკაში.
ისაუბრეს აქტუალურ საკითხებზე: კანონი ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ, რეფერირება და კონკრეტულად - სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარების კუთხით. ასევე გაიმართა ამ საკითხებზე სპეციალურად მედპერსონალისთვის გამოცემული პუბლიკაციის პრეზენტაცია. შეკრებილებმა გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და მზადყოფნა, უფრო აქტიურად ჩაერთონ ძალადობის პრევენციის პროცესში.