ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ქობულეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილული იყო მუნიციპალიტეტებში გენდერული პოლიტიკის დანერგვის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა.
აღინიშნა კოვიდ-19-ის პირობებში შექმნილი ახალი რეალობის საპასუხო ღონისძიებების საჭიროება, მათ შორის გენდერული ბიუჯეტირება, პროგრამების შეფასება.
ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა მონაწილეებს წარუდგინეს ჩატარებული კვლევები: პანდემიით გამოწვეული პრობლემები, ძალადობის მსხვერპლთა და რისკ-ჯგუფების მდგომარეობა კოვიდ-19-ის პირობებში, სხვადასხვა სტრუქტურისთვის შემუშავებული რეკომენდაციები.
შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს სამხარეო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან როლს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის კოორდინაციის კუთხით.