სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის მორიგ შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების და სამიზნე მუნიციპალიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების წევრები. განხილულ იქნა სამუშაო ჯგუფების საქმიანობის საკითხი. სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებმა გააკეთეს პრეზენტაციები, ისაუბრეს მიღწეულ შედეგებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. აღსანიშნავია ერთობლივი ძალისხმევა და თანამშრომლობა, რომელსაც არ იშურებენ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები საჯარო მმართველობის განვითარებისათვის ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც პროექტი ხორციელდება.
ფორუმის შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Zoom პლატფორმაზე გაიმართა. ორგანიზატორი: პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი - იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.