ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დაეთმო ადგილობრივი გენდერული საჭიროებების შეფასებას, რომელიც ამჯერად მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარდება (გასულ წელს კვლევის არეალი იყო ქალაქი ოზურგეთი).
შეხვედრაზე ჩატარდა ვორკშოპი კვლევის მეთოდებზე. მონაწილეებს განემარტათ ჩაღრმავებული ინტერვიუს, ფოკუს-ჯგუფისა და ანკეტირების ჩატარების პრინციპები. განაწილდა ჯგუფები, შერჩეულ იქნა რესპონდენტები.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმის“ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა სენაკში ჩატარდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან - ასურელებთან. ჭავჭავაძის ქუჩაზე ასურელები დაახლოებით ერთ საუკუნეა ცხოვრობენ. 50-მდე ოჯახს შენარჩუნებული აქვს ენა, ეუფლებიან დამწერლობას (უმეტესად ასაკოვნები). ახალგაზრდები ქართულ სკოლებში სწავლობენ.
მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა დევნილებთან - ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ყოფილი კოოპერაციული სასწავლებლის 5-სართულიან შენობაში.
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე ისაუბრეს გენდერული საჭიროებების შეფასებასთან დაკავშირებულ სამზადისზე. შეფასება მაისშია დაგეგმილი. გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებისთვის ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა ჩაატარა სპეციალური ვორკშოპი კვლევის მეთოდებსა და ტექნიკაზე.

აპრილში ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ადგილობრივ თვითმმართველობაში, დაესწრნენ საკრებულოს სხდომებს.


