22 აპრილს ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა. შეხვედრას ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელობაც დაესწრო და გაეცნო საკითხებს, რომლებიც ამ ეტაპზე დგას დღის წესრიგში.საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი წევრების უდიდესი უმრავლესობა ჩაერთო გენდერულ საჭიროებათა შეფასებაში, რომელიც ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით, ბათუმში უკვე მეორედ ტარდება. განისაზღვრა კვლევის ვადები და შემსრულებლები.
მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით მერიისთვის წარდგენილი პროექტების თაობაზე; ჩამოაყალიბეს საკითხთა ნუსხა, რომელიც პარლამენტის გენდერულ საბჭოსთან დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგს განსაზღვრავს.
გამოიკვეთა, რომ იზრდება ბათუმის გენდერული საბჭოს თანამშრომლობის მასშტაბები ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. სხდომას ესწრებოდა ორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
დაისახა კონკრეტული პრობლემების ადვოკატირების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართული საკრებულოსა და მერიის გენდერული მრჩევლები. ორ ყველაზე მოწყვლად ოჯახს პირველადი დახმარება უკვე გაეწია.
სხდომაზე გაჟღერდა რამდენიმე საინტერესო ინიციატივა. მათ შორის თვითმმართველობის პერსონალის გენდერული განათლების საკითხი.
.jpg)
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით

ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს სამობილიზაციო შეხვედრები თემაზე: ადვოკატირება, ადვოკატირების სხვადასხვა მეთოდი.

- მოლოდინს გადააჭარბა სენაკის 6 საბავშვო ბაღში ჩატარებულმა ვორკშოპებმა ოჯახში ძალადობის, გენდერისა და ეკოსანიტარიის თემებზე. ეს თემები საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის და ამავე დროს აჩვენა, რომ მათ არა აქვთ სათანადო ინფორმაცია, - ასეთი იყო დალი ქაჩიბაიას, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში“ კოორდინატორის შეფასება.

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს ადგილობრივი საჭიროებების შეფასების საკითხზე. გადაწყდა, წელს შეფასება ჩატარდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში. შეირჩა სამიზნე ჯგუფები, დაიგეგმა ვორკშოპი ჯგუფთან, რომელიც ჩაატარებს კვლევას.
ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით სენაკში აღინიშნა 6 აპრილი - სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისათვის. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ ფონდი „სოხუმის“ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭო, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი და ახალგაზრდული კლუბი.
