ბოლო, მეექვსე ტრენინგი ზუგდიდში

  

 

დამთავრდა ტრენინგების ციკლი ზუგდიდში. მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ჩატარდა ბოლო, მეექვსე ტრენინგი. ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულების შამგონა, ცაიში, ცაცხვი, ჭაქვინჯი, ჭითაწყარი, ჭკადუაში, ჯიხაშკარი, ახალკახათი,  კოკი - წარმომადგენლებმა. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები ოჯახში ძალადობისპრევენციისათვის.

ამგვარად, დასრულდა პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“ (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით).

ტრენინგების პარალელურად ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა გამოკითხვა მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. ამჟამად მიმდინარეობს შეჯამება. მალე მომზადდება ანალიზი და გამოიცემა კიდეც.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები