მეოთხე ტრენინგი ზუგდიდში

პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“ ფარგლებში მუშაობა კვლავაც გრძელდება (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით).

ამჯერად, რიგით მეოთხე ტრენინგზე შეიკრიბნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული ერთეულების -  ჩხორია, ზედაეწერი, ტყაია, ხურჩა, ნარაზენი, შამადელა, ორსანტია - წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები.

მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ტრენინგზე განხილული საკითხები. განსაკუთრებით - საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება და რეკომენდაციების შემუშავება ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები