მეოთხე და მეხუთე გაკვეთილებზე კონფლიქტის მიზეზები განიხილეს

1 2 3 4 5 6

კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები განიხილეს მეოთხე და მეხუთე ტრენინგ-გაკვეთილებზე  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში (ქუთაისი). მოსწავლეებმა ტრენერთან ერთად კონკრეტული სავარჯიშოები შეასრულეს და ადვილად გაიგეს იმ მიზეზების შესახებ, რომელთაც შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს.

გაკვეთილები ჩატარდა მცირე პროექტის „ძალადობის გარეშე ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდობის შენებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  არასამთავრობო ორგანიზაციის
 „ქალები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით (სომხეთი)

ბოლო, მეოთხე ტრენინგი სენაკში

1 2 3

ბოლო, მეოთხე ტრენინგი გაიმართა სენაკის მერიის სხდომათა დარბაზში პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“ ფარგლებში.

სენაკის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სენაკის მერიის სამსახურის უფროსებმა და აპარატის თანამშრომლებმა - სულ  ესწრებოდა 26 ადამიანი.

მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი იყო განხილული თემები და ისინი დიდი ინტერესით ჩაერთნენ მუშაობაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მეორე ტრენინგი სენაკის საკრებულოში

1 2 3 4

სენაკის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“ ფარგლებში ჩატარდა მეორე ტრენინგი - ამჯერად სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული  საბჭოს წევრებისათვის.

მონაწილეები აქტიურობით გამოირჩეოდნენ, განხილული იყო აქტუალური საკითხები: გენდერული ძალადობა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დახმარების საქმეში, გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ინიცირებული პროექტები და გეგმები. ისაუბრეს გამოცდილებაზე, რაც საბჭოს წევრებს ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობით დაუგროვდათ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკი - ტრენინგი ერთობლივი პროექტის ფარგლებში

1 2 3

18 ოქტომბერს სენაკის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი  პროექტის ფარგლებში მესამე ტრენინგი გაიმართა .

პროექტის „ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“ მიზანია სხვადასხვა რგოლის ინფორმირება და აქტიური ჩართვა პრევენციულ ღონისძიებებში.

მესამე ტრენინგს სენაკის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ესწრებოდა 25 მონაწილე - აიპის ხელმძღვანელები და საბავშვო ბაღების მენეჯერები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მეორე ტრენინგი-გაკვეთილი ქუთაისში

1  2 3 4 5 6

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში (ქუთაისი) გრძელდება მცირე პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენოთ მშვიდობა ძალადობის გარეშე“. პირველი ტრენინგი-გაკვეთილი მშვიდობას მიეძღვნა. მეორე გაკვეთილზე მოსწავლეებმა კონფლიქტის თემა განიხილეს. განისაზღვრა კონფლიქტის ცნება.  მაგალითების მეშვეობით მონაწილეებმა დაინახეს და გააანალიზეს კონფლიქტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პროექტი ხორციელდება  არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით (სომხეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები