პირველი ტრენინგი სენაკში

1 2 

3 4

დაიწყო სენაკის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი 4 ტრენინგიდან პირველი 4 ოქტომბერს გაიმართა საკრებულოს დარბაზში. ტრენინგში აქტიური მონაწილეობა მიიღეს  სოფლებში მერის წარმომადგენლებმა და თემის მაჟორიტარებმა. ტრენინგზე განხილული იყო აქტუალური საკითხები: გენდერული ძალადობა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დახმარების საქმეში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი მოსწავლეებთან კონფლიქტების მართვის თემაზე

21  3 4 5

პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენოთ მშვიდობა ძალადობის გარეშე“ ფარგლებში 27 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლის (ქუთაისში) მეექვსე-მერვე კლასების მოსწავლეებს სახელმძღვანელოს  „კონფლიქტების მართვის სწავლება სკოლაში“  მიხედვით ჩაუტარდათ პირველი ტრენინგი-გაკვეთილი, რომელიც მშვიდობას მიეძღვნა. მათ განიხილეს: რა არის მშვიდობა, რომელ ფერებთან და მუსიკალურ ნაწარმოებთან ასოცირდება. დაწერეს და წაიკითხეს პატარა თხზულებები „როგორ აღვიქვამ მშვიდობას“.

მომდევნო გაკვეთილებზე განხილული იქნება სხვა აქტუალური თემები.

პროექტი ხორციელდება  არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით (სომხეთი)

ტრენინგი პრობაციის ბიუროს ოფიცრებისთვის

1 2 3

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ორგანიზებით, ფონდმა „სოხუმმა“, რომელიც ამ ქსელის წევრია, თავის ოფისში ჩაატარა ტრენინგი იმერეთის პრობაციის ბიუროს ოფიცრებისთვის. 

ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის აქტუალობა, კანონის აღსრულების მექანიზმები. მსხვერპლთან და მოძალადესთან მუშაობის სპეციფიკა, პრობლემები, გამოწვევები, გამოსავლის გზები, - ტრენინგი, ძირითადად, ამ მიმართულებით წარიმართა.

მონაწილეები გაეცნენ  ქალთა მიმართ ძალადობის სკრინინგ-ინსტრუმენტის გზამკვლევს. იმუშავეს პრაქტიკულ სავარჯიშოზე, რაც მიზნად ისახავდა მსხვერპლის იდენტიფიცირებას სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მეშვეობით.

პრობაციის ბიუროს ოფიცრები მალე ჩაერთვებიან ქალი მსჯავრდებულების სკრინინგის პროგრამაში ძალადობის შემთხვევების გამოსავლენად, რაც  მსხვერპლთა მხარდაჭერას და მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.   

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პირველი ტრენინგი პედაგოგებთან

1 2 3 4

დაიწყო პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენოთ მშვიდობა ძალადობის გარეშე“ განხორციელება (დაფინანსებულია სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები განვითარებისთვის“ მიერ).

ტრენინგების ციკლის ჩასატარებლად არჩეულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლა (ქუთაისში).

პირველი  ტრენინგი გაიმართა 25-26 სექტემბერს - სკოლის პედაგოგებისთვის. ისინი ინტერესით ჩაერთნენ მუშაობაში, რადგან ტრენინგის თემა მეტად აქტუალურია „კონფლიქტების  მართვის სწავლება სკოლაში“. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი სწავლება აუცილებელია და ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის კონფლიქტების პრევენციის მიზნით.

პროექტი ხორციელდება  არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით (სომხეთი)

საპროექტო წინადადებების შემუშავება - ტრენინგი ბორჯომში

1 2 3 4 5 6

როგორ უნდა მოხდეს პრობლემების რანჟირება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარება; როგორ შეიძლება კარგი საპროექტი იდეის ქცევა კარგ საპროექტო განაცხადად; რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ორგანიზაციები პროექტების წარდგენისას - ტრენინგზე ეს და ბევრი სხვა სასარგებლო და საინტერესო საკითხი იქნა განხილული.

ტრენინგი თემაზე „ფონდების მოძიების უნარ-ჩვევები და საპროექტო წინადადებების შემუშავება“ გაიმართა 19-22 აპრილს ბორჯომში. მასში მონაწილეობდა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომელთა ნაწილი, რომლებიც პროექტებზე მუშაობენ. ტრენინგი ჩაატარა ბელგიიდან მოწვეულმა სპეციალისტმა მარინა გურბომ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები