
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით ამჯერად გაიმართა ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრა სოფელ გოჩა-ჯიხაიშში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახთან.
ოჯახში 8 ადამიანია, არავინ არ მუშაობს. ოჯახის ზოგიერთი წევრი სოციალურად არაადაპტირებულია, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ბავშვებს აღენიშნებათ სიძნელეები სწავლების პროცესში. ამ ოჯახს არაერთხელ დაეხმარნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, მაგრამ ერთჯერადი დახმარება ხელს ვერ უწყობს მათი პრობლემების სრულფასოვან მოგვარებას. საჭიროა მეტი მხარდაჭერა. დახმარების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ ფონდ „სოხუმს“ ან ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას.




ინფორმაცია ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მუშაობის შესახებ ყოველთვიურ გაზეთ „ხონში“ დაიბეჭდა - ამ სიახლით დაიწყო შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის მოდერატორმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის წარმომადგენლობაში ჩატარდა შეხვედრა თემაზე „დევნილთა რეფორმა“. მონაწილეებმა განიხილეს დევნილთა რეფორმის ფარგლებში განხილული სხვადასხვა ვერსია და საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს.

ფონდ „სოხუმსა“ და კლინიკა „უნიქალმედის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი გულისხმობს ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ექიმთა ჯგუფის ჩაყვანას და ბენეფიციარებისათვის უფასო კონსულტაციების უზრუნველყოფას. კონსულტაციები ჩატარდება ხონის, წყალტუბოს, ფოთის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

