
ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა სამი საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარა: 5 აპრილს - ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, 6 აპრილს სოფელ წყალტუბოს გამგეობაში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) და 10 აპრილს - ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში საუბარი გაიმართა ოჯახში ძალადობის პრევენციის თემაზე: პრობლემის გადაჭრის ასერტული მეთოდოლოგია, გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგია, ყველაზე მარტივი სტრატეგია - ცდისა და შეცდომის მეთოდი, ახალი უნარ-ჩვევების გაცნობა.
იქედან გამომდინარე, რომ სოფელ წყალტუბოში მხოლოდ ახალი ბენეფიციარები ესწრებოდნენ - მედმუშაკები და გამგეობის წარმომადგენლები, შეხვედრის თემა გახდა ფონდი „სოხუმის“ მუშაობა ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის კუთხით. მათ მიიღეს ინფორმაცია ფონდის იურიდიულ და ფსიქოლოგიურ უფასო სერვისებზე.

ხონის კერძო სკოლას ფორუმ-თეატრი პირველად ესტუმრა. სანამ შეხვედრა დაიწყებოდა, შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და ფორუმ-თეატრის სპეციფიკის შესახებ. მსახიობებმა უჩვენეს 5 წარმოდგენა. პირველ შეხვედრაზე დისკუსია და ჩართულობა შედარებით პასიური იყო, მაგრამ ფორუმ-თეატრმა მაყურებლების მოწონება დაიმსახურა. მათ უფრო მასშტაბური ჩვენების მოწყობა ითხოვეს.
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა 5 წარმოდგენა ჩაატარა ფოთის მე-7 საჯარო სკოლაში. მაყურებელს მოეწონა სცენიდან ნათქვამი სიმართლე. შეკრებილებმა წარმოდგენებში ჩართვის სურვილი ნაკლებად გამოხატეს, მაგრამ დისკუსიის დროს გამოიკვეთა მათი შეურიგებელი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ.





ხონის, წყალტუბოსა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებშიფსიქოლოგის კონსულტაციებს დაესწრნენ დევნილი და ადგილობრივი ქალები, ზოგიერთი მათგანი - პირველად.