
ქუთაისის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. კონფერენციას ესწრებოდნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 12 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები, ქუთაისის, ოზურგეთის, სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა იმ ძირითად შედეგებზე გააკეთეს აქცენტი, რომლებიც სამწლიანი მუშაობის შედეგად დაგროვდა. აღინიშნა, რომ საბჭომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის შექმნაში - შედეგად 2016 წლის ბიუჯეტში აისახა გენდერული საკითხები.
შედეგებში მოხვდა გენდერული საკითხების აქტუალობა ადგილობრივ მედიაში, გენდერული ბიუჯეტირების მნიშვნელობა და პრიორიტეტულობა, საკონონმდებლო ცვლილებები, რაც მუნიციპალურ დონეზე გენდერული საბჭოების შექმნას გულისხმობს.
როგორც კონფერენციაზე ითქვა, საბჭოს გამოცდილება, მიღებული შედეგები კარგ საფუძველს შეუქმნის ქუთაისის მომავალ საბჭოს გენდერული მიმართულებით ეფექტური მუშაობისთვის.







1 ივლისს წყალტუბოს კოლექტიურ ცენტრ „მედეაში“ ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ მხოლოდ დევნილი ქალბატონები. თემა შერჩეული იყომათი ინიციატივით - ბავშვთა მიმართ ძალადობა და მისი ნეგატიური შედეგები ბავშვთა ქცევასა და ფსიქო-ემოციურ სფეროზე.

