ფონდ „სოხუმში“ მომზადდა „კვლევა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების როლი და ჩართულობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, მასზე რეაგირების და რეფერირების პროცესში“. მასში მოცემულია სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულება ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის საკითხების მიმართ, მათი ხედვა გამოსავლის შესახებ და კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)





18 აპრილს, ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა შეხვედრა შვედური საერთაშორისო ორგანიზაციის Kvinna till Kvinna-ს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ისრაელიდან. ისინი დეტალურად გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის მიმართულებებს და მუშაობის გამოცდილებას. თბილისის ოფისის წარმომადგენლებმა კოლეგებს გაუზიარეს ფონდის ხანგრძლივი მუშაობის პროცესში განხორციელებული პროექტები, მიღწეული წარმატებები და საქმიანობის გზაზე ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები. ისრაელის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავიანთი ორგანიზაციების გამოცდილებაზე გენდერული თანასწორობის, ქალთა ეკონომიკური თუ პოლიტიკური გაძლიერების, გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით. ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ აღმოაჩინეს ძალიან ბევრი მსგავსება მათი და ფონდი „სოხუმის“ მუშაობის მიდგომებში და აქტივობებში და გამოთქვეს მომავალში შეხვედრების და თანამშრომლობის სურვილი.


