სენაკის საინიციატივო ჯგუფების აქტიური ივნისი
სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა დაასრულეს მუშაობა მინი-პროექტზე -„კულტურით, სპორტით, შემეცნებით მშვიდობისკენ“ . პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა: ვორკშოპი მშვიდობის თემაზე, ფილმის ჩვენება და დისკუსია, შეხვედრა დევნილ ქალებთან, ინფო-პიკნიკი, სპორტული შეჯიბრებები. მიზანი მშვიდობის თემის გააქტიურება და პოპულარიზება იყო. ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს. მონაწილებმა იმსჯელეს იმ აქტივობებზე, რომელიც მათ მიერ შერჩეული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა განხორციელდეს. სწორად გაწერილი გეგმა დაეხმარება ჯგუფის წევრებს, ადვოკატირების პროცესი ეფექტიანად განახორციელონ.