ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ფონდ „სოხუმში“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებისათვის ჩატარებული ვორკშოპი თემაზე „კრიზისული ოჯახების იდენტიფიკაცია და შემდგომი ინტერვენცია“. ვორკშოპს უძღვებოდა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი. მობილიზატორებს მიეწოდათ ინფორმაცია, თუ როგორ მოახდინონ კრიზისული ოჯახების იდენტიფიკაცია, როგორ დაძლიონ შესაძლო სირთულეები, როგორ მოიქცნენ, თუ ქალი ან ბავშვი ძალადობის მსხვერპლია? მობილიზატორებისათვის სპეციალურად მომზადდა გზამკვლევი და რჩევები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
 
- მე შენზე ძლიერი ვარ იმიტომ, რომ სახლში პლანშეტი მაქვს, ორ ველოსიპედი, და მამაჩემს მერსედესი. შენ არაფერი არ გაქვს.
- პრივეტ სპილო, პუმპულა!
- ნახე, ნახე რა სასაცილოა, როგორ დადის ძლივს მიათრევს ფეხებს. 
ასეთი რეალური ისტორიების გარჩევით მიმდინარეობდა ცალკეული დისკუსიები თემაზე - ბულინგი, რომელიც განსაკუთრებული ინტერესით განიხილეს ქალებმა წყალტუბოში, ფოთში, ხურჩაში.
მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების დამოკიდებულება. მათი აზრით, მოზარდს უნდა განემარტოს, რომ უპირატესობა არ იზომება მატერიალური და ვიზუალური მონაცემებით. ისიც, სად იწყება კონფლიქტი და როგორ გადაიზრდება ძალადობაში.
მონაწილეებმა პედაგოგების მოვალეობებზეც ისაუბრეს და დააკონკრეტეს, რომ მოზარდებში ურთიერთობა სრულყოფილად რომ განვითარდეს, სკოლებში აუცილებელია თავისუფალი გაკვეთილები, სადაც  მსგავს თემებზე ისაუბრებენ.   
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისში, ხონსა და წყალტუბოშ გაიმართა ვორკშოპები ქალებთან  აქტუალურ საკითხებზე - რა კავშირშია გენდერული თანასწორობა ქალთა მიმართ ძალადობასთან; იწვევს თუ არა ოჯახში ფუნქციათა არათანაბარი განაწილება კონფლიქტს; რა სტერეოტიპები ამყარებს ჩვენს საზოგადოებაში უთანასწორობის  მოდელს. 
მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ტრადიციული ქართული ოჯახი, თავისი დაუწერელი კანონებით, ქალის დისკრიმინაციას ეწევა. ქალების უმრავლესობა ამას მორჩილად ეგუება, ხოლო ის, ვინც ცდილობს სტერეოტიპების დამსხვრევას, ხშირად  ძალადობის მსხვერპლი ხდება.  
ქალებთან გამართული დისკუსიების დროს გამოიკვეთა მოსაზრებები, რამდენად არის შესაძლებელი გენდერული თანასწორობის შექმნა ოჯახებში. საერთო მოსაზრებით, თანასწორობის არსი სწორად უნდა ესმოდეს საზოგადოებას, ამისთვის კი აუცილებელია ამ თემებზე ხშირად გაიმართოს დისკუსიები.  
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

FormatFactory1კონფლიქტოლოგიაში ჩატარებული ვორკშოპები ქალთა უფლებებზე საუბრით დაიწყო. მონაწილეებმა აქტიურად განიხილეს, რამდენად არის ქალის უფლებები დაცული საქართველოში და ქართული სტერეოტიპები, მენტალიტეტი რა გავლენას ახდენს ოჯახურ კონფლიქტებზე.
განსაკუთრებით საინტერესო იყო სოფელ გოჩა ჯიხაიშში (ხონის რაიონი) ჩატარებული ვორკშოპი, მონაწილეებმა ღიად და გულწრფელად დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები, როგორც გაირკვა, ამ თემაზე სასაუბროდ პირველად შეიკრიბნენ, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები სოფლებს ნაკლებად სტუმრობენ. შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ ოჯახური კონფლიქტები ქალის უფლებების დარღვევით იწყება და სწორედ ინფორმირებით, დისკუსიებით უნდა მოხდეს იმ მავნე სტერეოტიპების მსხვრევა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot füdieWeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

 
„გენდერი. გენდერული როლები. გენდერული აღზრდა სკოლამდელ  დაწესებულებებში“ - ამ თემაზე გაიმართა ვორკშოპი ფონდ „სოხუმში“ ააიპ-ის ბაღების გაერთიანების თანამშრომლებითვის. მათ კიდევ უფრო კარგად გაიგეს გენდერის არსი, ბავშვებთან ურთიერთობისას გენდერული მიდგომის მნიშვნელობა, გაიმართა დისკუსიები. ვორკშოპის ბოლოს მონაწილეებმა გამოთქვეს ამ აქტუალურ საკითხებზე საუბრისა და მუშაობის გაგრძელების სურვილი.
 
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“  მხარდაჭერით 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ააიპ ბაღების გაერთიანებასთან თანამშრომლობით ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა ვორკშოპი თემაზე „გენდერი და   გენდერული მიდგომა სკოლამდელი ასაკის ბავშვების  აღზრდისა და განათლების სფეროში“. 

ვორკშოპს ესწრებოდა 33 ადამიანი - 16 საბავშვო ბაღის მენეჯერები და პედაგოგები. განხილულ იქნა შემდეგი თემები: გენდერი,  გენდერული მიდგომა, გენდერული მიდგომის მაჩვენებლები, გენდერული მოდელები ბაღებსა და სკოლებში. მუშაობა წარიმართა სხვადასხვა მეთოდით, აქტიური  დისკუსიით.   

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)
 
კონფლიქტოლოგიაში მორიგი ვორკშოპი გაიმართა ქალთა  ჯგუფებთან ქუთაისში, ხონში, ხურჩაში.
იმსჯელეს, ძალადობის პრობლემა როგორ აისახება მედიაში. როგორ მოქმედებს საზოგადოებაზე სიუჟეტები, რომლებშიც ოჯახური კონფლიქტები შუქდება. მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ძალიან აგრესიული გახდა საინფორმაციო სივრცე, ნეგატიური ინფორმაციები საზოგადოებას უფრო მეტად აგრესიულს ხდის, რაც შემდეგ ნეგატიური შედეგებით გამოიხატება.
საინტერესოდ წარიმართა დისკუსია ხონში, სოფელ გოჩა ჯიხაიშში. მონაწილეების აზრით, ოჯახური კონფლიქტების ფაქტები მრავლადაა, არიან ძალადობის მსხვერპლებიც,  მაგრამ პრობლემას საჯაროდ მაინც არ განიხილავენ.
ყველა ჯგუფში აღინიშნა, რომ მედია კარგი მექანიზმია ძალადობის პრევენციაში, მაგრამ საზოგადოებას პრობლემის შესახებ უნდა მიეწოდოს ისეთი ფორმით, რომ აგრესია არ გამოიწვიოს.
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

საინტერესო დისკუსიის ფონზე წარიმართა ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში  ქალების ჯგუფთან სენაკში, წყალტუბოში და სოფელ კუხში (ხონის მუნიციპალიტეტი). მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია განსახილველმა თემამ: „ქალთა მიგრაცია, ოჯახური კონფლიქტების მიზეზი თუ მართვის მექანიზმი“. 

დასაწყისშივე გამოიკვეთა, რომ მიგრაციის საკითხი საკმაოდ აქტუალურია, რადგან ბევრ ოჯახს ეხება. ხშირად ოჯახური კონფლიქტების მიზეზი მცირე შემოსავალია და ქალები სამუშაოს საზღვარგარეთ ეძებენ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა გამოგზავნილ ფულს ქმრები სასმელში ფლანგავენ და ახალი კონფლიქტები იქმნება. თითქოს შეკრული წრეა, საიდანაც თავის დაღწევა ძნელია. მონაწილეების აზრით, სახელმწიფო პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, ქალებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ დასაქმების კუთხით, რათა ამ პრობლემის პრევენცია მოხდეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისში, წყალტუბოში და ფოთში ჩატარებულ ვორკშოპზე ქალებმა მიგრაციის თემა განსაკუთრებული ინტერესით განიხილეს. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მონაწილის ოჯახის წევრები და ახლობლები უცხოეთში არიან სამუშაოდ წასული, მათი კომენტარები განსაკუთრებით ემოციური იყო.
- არ უნდა წასულიყვნენ, ბავშვები არ უნდა დაეტოვებინათ, - არაკორექტული და არასამართლიანია მიგრაციაში მყოფი ქალების ასეთი შეფასება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საქართველოში უმუშევრობა პიკს აღწევს, - ითქვა შეხვედრებზე.
დისკუსიის დიდი ნაწილი დაეთმო მსჯელობას, როგორ დავეხმაროთ ბავშვებს,  რომელთაც სერიოზული პრობლემები აქვთ. დედებს უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრიათ - არა მხოლოდ ფინანსურად დაეხმარონ საკუთარ ოჯახებს, იზრუნონ იმაზეც, რომ არ მოხდეს გაუცხოება შვილებთან.
აღინიშნა, რომ ამ თემებზე დისკუსიები ადამიანებს სწორი ანალიზის და ურთიერთობის მართვის საშუალებას აძლევს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ხონის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა ვორკშოპი, რომელსაც აქტივისტი ქალები ესწრებოდნენ. მონაწილეები გაეცნენ ინკლუზიური უსაფრთხოების კონცეფციას. იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს საფრთხეს უქმნის. ჩამონათვალში გლობალურთან ერთად ისეთი პრობლემებიც მოხვდა, რომელთა გადაჭრა ადგილობრივად შესაძლებელია.

მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ იმ პროცესში, რომელიც პრობლემათა ადვოკატირების მიზნით იგეგემება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები