ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობაში ჩაერთნენ საკრებულოს დეპუტატები დოდო გაბუნია და მზია ლემონჯარია. მათ ისაუბრეს თავიანთ საქმიანობაზე, მიღწეულ შედეგებსა და ცვლილებებზე, რომელთაც თავად შეუწყვეს ხელი, როგორც გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა.

შეხვედრას ესწრებოდა გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია, რომელმაც სოფელ ხეთაში არსებული სიტუაციის შესწავლის კუთხით გაწეული მუშაობა გააცნო შეკრებილთ. პრობლემა კლუბის წინა სხდომაზე გაჟღერდა. სამსახურის უფროსი შეპირდა სოფლის წარმომადგენლებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც ხელეწიფება, რათა უახლოეს დღეებში მოგვარდეს სოფლის პრობლემა.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბზე შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც უნდა წარედგინოს პოლიტიკურ პარტიებს თავიათ პროგრამებში ინტეგრირებისათვის.

გამოიკვეთა ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა, მათთვის სტაჟირების პროგრამის დანერგვის და სასტუმრო სერვისების განვითარებასთან დაკავშირებული უფასო კურსების მოწყობის აუცილებლობა.

კლუბზე დაიგეგმა ეკოლოგიური აქციის მოწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით. აქციაში ჩაერთვებიან ახალგაზრდები, რომლებიც თვითმართველობის მიერ მოწოდებული ნარგავებით გაანაშენიანებენ წყალტუბოს სხვადასხვა ადგილს.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

შეხვედრა დაეთმო არჩევნების შედეგების განხილვას. სამწუხაროდ, წყალტუბოში ქალი-კანდიდატები არ იყვნენ წარდგენილი, რაც ხაზგასმულ იქნა კლუბის წევრთა მიერ.

სხდომის დიდი ნაწილი დაეთმო იმ პრობლემების დაფიქსირებას, რომელთა ადვოკატირებაზეც კლუბი იმუშავებს.

პირველ რიგში, გამოიყო დევნილ მოსწავლეთა და პედაგოგთა ტრანსპორტირების საკითხი. გადაწყდა, რომ მომზადდეს წერილი გამგეობის სახელზე და მომდევნო შეხვედრაზე მოიწვიონ ის ადამიანები, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემის გადაჭრა.

ამომრჩეველ ქალთა კლუბმა გამოთქვა სურვილი, აქტიურად ჩაერთოს 16-დღიან კამპანიაში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული. დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრაზე მოხდა ადვოკატირებისათვის აღებული საკითხების შეჯერება. ყურადღება გამახვილდა ჯერაც გადაუჭრელ საკითხებზე. შეიქმნა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ კონკრეტული პრობლემების ადვოკატირების კუთხით. შეხვედრაზე ასევე შემუშავდა იმ რეკომენდაციების საბოლოო ვარიანტი, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეწოდოს თავიანთ პროგრამებში შესატანად.

აპრილში ამომრჩეველ ქალთა კლუბის ორგანიზებით წყალტუბოს სკოლების პედაგოგთა და მოსწავლეთა ნაწილი მოსალოცად გაემგზავრა გელათის დედა ღვთისას მონასტერში. 21 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კლუბის წევრებმა ჩაატარეს დასუფთავების აქცია და დარგეს ნარგავები. აქციაში აქტიურად ჩაერთნენ ახალგაზრდები.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე მოხდა მიმდინარე ადვოკატირების საკითხების განხილვა და დაისახა სამომავლო გეგმა, რომელიც ამ საკითხების გადაჭრას შეუწყობს ხელს. ასევე კლუბზე განხილულ იქნა პროექტის შემაჯამებელი კონფერენციის დეტალები.

კლუბის წევრებმა შეხვედრის შემდეგ პატივი მიაგეს ოტია იოსელიანის საფლავს  და კლუბის სახელით მონაწილეობა მიიღეს მისი დაბადების დღის საპატივცემულოდ გამართულ ღონისძიებაზე.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე დაისვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლებთან ხეების გადაბელვის საკითხი. ეს აუცილებელია მოსწავლეთა უსაფრთხოებისათვის. შეხვედრაზე მოწვეულ იქნა კეთილმოწყობის სამუშაოთა წარმოების კოორდინატორი, რომელიც გაეცნო სიტუაციას და უსწრაფეს რეაგირებას დაპირდა კლუბის წევრებს.

კლუბის მოდერატორის ინიციატივით, 1-ლი საჯარო სკოლის სასწავლო პროგრამაში დაინერგა საპილოტე სწავლება პროფესორ რამაზ სურმანიძის დამხმარე სახელმძღვანელოს „ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივ-სქესობრივი აღზრდის საფუძვლები“ მიხედვით (წიგნი შარშან გამოიცა ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით).

შეხვედრაზე დაიგეგმა პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობა, განხილულ იქნა  მათთან მემორანდუმის გაფორმების მიზანი.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

თემაზე - ტოლერანტობის აღქმა მოზარდებში ძალადობის პრევენციისთვის - ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ხონში, სენაკში და ფოთში.

მონაწილეებმა საინტერესოდ ისაუბრეს თემის გარშემო. ზოგიერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ ტოლერანტულობა, ძირითადად, არის მარტო სიტყვები, რადგანაც ისინი ხშირად გამოხატავენ აგრესიებს, ვერ ითვალისწინებენ სხვა ეროვნებისა თუ სარწმუნოების ადამიანების საჭიროებებს და პრობლემებს.

ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „მე მომეწონა ამ საკითხის დაკავშირება ძალადობის პრევენციასთან. ნამდვილად აქტუალური და სადისკუსიო თემაა.“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტოლერანტობის აღქმა მოზარდებში - ძალადობის პრევენციისთვის - ეს იყო ფოთის ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრის თემა, ხოლო წყალტუბოსა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ შეხვედრებზე ახალგაზრდებმა განიხილეს გენდერული ძალადობა - მიზეზები და დაცვის მექანიზმები.

საინტერესო ჯგუფები, მონაწილეთა აქტიურობა, მაგალითები საკუთარი ცხოვრებიდან, გულახდილი დისკუსიები - ამით გამოირჩეოდა ყოველი შეხვედრა. როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, მათთვის  საჭიროა მსგავსი შეხვედრები, რადგან მათში ყალიბდება ჯანსაღი დამოკიდებულება აქტუალური საკითხების მიმართ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის  საინფორმაციო შეხვედრა თემზე - ეთიკის ნორმები და ადამიანის შინაგანი კულტურის ფორმირება, როგორც იარაღი ძალადობის პრევენციისთვის.

ჯგუფი თავიდანვე აქტიურად ჩაერთო მუშაობაში და ინტერესით გაეცნო განხილულ საკითხებს.

წყალტუბოში, კოლექტიურ ცენტრ „მედეაში“ და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები მიეძღვნა თემას „ოჯახში ძალადობა და პრევენციული მიზეზები“.

შეხვედრის მონაწილეებმა მოიყვანეს მაგალითები, ისაუბრეს ძალადობის მიზეზებზე  და გამოსავალზე.

მსგავსი თემების განხილვით ახალგაზრდები ეჩვევიან საუბარს, დისკუსიის კულტურას და უყალიბდებათ შეურიგებელი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები