კლიპები (31)
წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ სოციალურ ვიდეორგოლს, სადაც მსახიობები - ნინო ჭოლაძე და ნანცო ცხვირავაშვილი გოგონების მიმართ ონლაინ ძალადობის და ციფრულ სივრცეში გენდერული დეზინფორმაციის საფრთხეებზე საუბრობენ.
მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია!
წარმოგიდგენთ ჩვენს მორიგ კლიპს - იმერეთში მოღვაწე ჟურნალისტები გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გაშუქების ეთიკური სტანდარტების დასაცავად.
მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია!
დღევანდელ, ციფრულ ეპოქაში, როცა დიდ ნაწილს ინტერნეტში ვატარებთ, აქაც იგივე პასუხისმგებლობა გვეკისრება ციფრულ მოქალაქეებს, რაც ფიზიკურ სივრცეში - არ დავარღვიოთ სხვისი უფლებები. ბოლო დროს ინტერნეტში ყველაზე მეტად გავრცელებულ მავნებლობებს შორისაა გენდერული დეზინფორმაცია. სწორედ ამიტომ, უკეთესად უნდა ვიცოდეთ გენდერული დეზინფორმაციის ამოცნობა, რათა არც ჩვენი უფლებები დაირღვეს და არც სხვისი უფლებები დავარღვიოთ. ჩვენი ახალი სოციალური ვიდეო კლიპიც ამაზე გვიყვება.
წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ სოციალურ ვიდეორგოლს, სადაც მსახიობები - ნინო ჭოლაძე, ნანცო ცხვირაშვილი და საბა ნუცუბიძე განმარტავენ გენდერული დეზინფორმაციის არსს.
მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია!
ქუთაისში, იოსელიანის #13-ის მოსახლეობის უმთავრეს პრობლემას საცხოვრებელ კორპუსში დანესტიანებული ოთახები და კედლებზე გაჩენილი ობი წარმოადგენს. წვიმის დროს დასახლებაში კორპუსის სახურავიდან და კედლებიდან წყალი ჟონავს. ადგილობრივი ბიუჯეტით, რომელიც ახლა განხილვის ფაზაშია, მოქალაქეები პრობლემების გადაჭრას ელოდებიან და სჯერათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწევენ.
ქუთაისში, ოცხელის #2 დასახლებაში სანიაღვრე გაყვანილობების და საკანალიზაციო არხების გაწმენდას ითხოვენ. ნალექის დროს საცხოვრებელ ოთახებში წყალი აღწევს, რაც პრობლემებს წარმოშობს.
მოსახლეობამ ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა. ბიუჯეტი ახლა განხილვის ფაზაშია და მოქალაქეები რეაგირებას და ამ პრობლემის მოგვარებას ელოდებიან.
ქუთაისში, ახალგაზრდობის №19ა-ში შენობის სახურავები და ჟოლოფები გააკეთეს, თუმცა წვიმის დროს ოთახებში წყალი მაინც შედის და კედლები ზიანდება. მოსახლეობა, ადგილობრივი ბიუჯეტით, რომელიც ახლა განხილვის ფაზაშია, ამ პრობლემის მოგვარებას ელოდება.
ქუთაისში, ლესელიძის #3 -ში, მოსახლეობას ჟოლოფებისა და სანიაღვრე მილების პრობლემა აწუხებს. ნალექის დროს წყალი შესდით, ზიანდება კედლები, ოთახებში გაჩნდა ნესტი.
მოქალაქეები ადგილობრივი ბიუჯეტით ამ პრობლემის მოგვარებას ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.