ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 აქტიური დღის ფარგლებში ქალთა  ფონდმა „სოხუმმა“  განახორციელა სოციალური აქციის მეორე ეტაპი.  ქუთაისი, ზუგდიდი, წალენჯიხა, თერჯოლა, ტყიბული, ქობულეთი, სენაკი, ვანი - ეს მხოლოდ ერთი კვირის კეთილი მოგზაურობაა და 10 ქალბატონის გულწრფელი მადლიერებაც.

ვახარებთ ადამიანებს: ქალებს, დედებს, შვილებს.  მობილური ტელეფონები, SAFE YOU აპლიკაციით და ჯადოსნური SOS ღილაკით - ერთი ზარი მთელს სამყაროსთან გაკავშირებს!

ჩვენმა ფონდმა ეს საჩუქარი უკვე 24 ბენეფიციარს გადასცა. 

აქციის მთავარი გამოწვევაა უფლებების შესახებ ქალების ინფორმირება, ელექტრონული წიგნიერების ამაღლება და სერვისებთან წვდომა.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

შეხვედრების მონაწილეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ვებგვერდის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრის“ შესახებ. დაისვა არაერთი შეკითხვა იმ მექანიზმებთან დაკავშირებით, რომელთა მეშვეობითაც მსხვერპლს შეუძლია, თავი დააღწიოს ძალადობრივ გარემოს. დიდი ინტერესი გამოიწვია ვებგვერდის იმ ბლოკმა, სადაც აღწერილია ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები. დაფიქსირდა, რომ ეს ისტორიები მაგალითი იქნება ბევრი ქალისთვის.

ნოემბერში ონლაინ შეხვედრები ჩატარდა ვანის, წალენჯიხის, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

„ქმარი ჩემზე თითქმის ყოველდღე ძალადობს, შეუძლებელია მასთან დარჩენა, წასასვლელი კი არსად მაქვს. რამე არსებობს, სადაც შემიფარებენ და ამ ჯოჯოხეთისგან მიხსნიან?“ - კითხულობს ერთი ქალი.

მეორე ქალი მეზობელ ოჯახზე დარდობს: „ჩემი გვერდითა მეზობლებისგან ხშირად გამოდის ყვირილის, ტირილის და ლეწვა-მტვრევის ხმა. ქმარი ცოლზე ძალადობს, მაგრამ ცოლი ძალიან დაუცველია. მაქვს უფლება ჩავერიო? რა ვიღონო? არ შემიძლია, ამ სცენების ყოველდღიურად მოსმენა“.

იქვეა პასუხები, რა ქნან, სადაა გამოსავალი.

არის ასეთი მიმართვაც:

ხარ ძალადობის მსხვერპლი? ან ხედავ ძალადობის ფაქტს? ეძებ დახმარებას?

საჭირო სივრცეში აღმოჩნდი!

აქ იპოვი ამომწურავ ინფორმაციას შენთვის საინტერესო საკითხებზე.

ეს ახალი ვებგვერდია „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრი“.

ამ პლატფორმაზე თავმოყრილია შემდეგი ინფორმაცია: სერვისები ძალადობის მსხვერპლთათვის, კანონმდებლობა, ეროვნული რეფერალური მექანიზმი, პუბლიკაციები (ანგარიშები და კვლევები), მობილური აპლიკაციები და ცხელი ხაზის ნომრები, პასუხები სხვადასხვა კითხვაზე, სიახლეები.

ვებგვერდის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად არსებული ყველა სახის სერვისის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ვებგვერდი შეიქმნა ფონდი „სოხუმის“ მიერ კანადის გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით და ამჟამად მუშაობს სატესტო რეჟიმში.

http://gbvdigitalresourcecenter.ge/

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები