კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კოორდინატორის თიკო აბაშიძის მოხსენება არასამთავრობო სექტორის როლზე ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების საკითხებზე, რაც აჭარის გამოცდილებას აღწერდა.
დისკუსიის დროს ისაუბრეს ინფორმაციული შეხვედრების მეტ ინტენსიურობაზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და ბავშვთა მოვლის სერვისების აუცილებლობაზე.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ უპრეცედენტოდ საჭირო ინსტრუმენტია ძალადობის პრევენციისთვის.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)