დეტალური ინფორმაცია ვებგვერდის შესახებ - შეხვედრებზე

„ჩემთვის მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრა, სადაც დეტალურად ამიხსნეს, როგორ  შევიდე ვებგვერდზე, როგორ  ვიპოვო და ჩამოტვირთო საჭირო ინფორმაცია“. 

„ძნელია, იყო მარტოხელა დედა და თან გამოყო დრო თვითგანვითარებისთვის. ასეთი შეხვედრები კარგია, რომ გაერკვე, როგორ გამოიყენო ვებგვერდი“.

„ამდენი ინფორმაცია ერთ სივრცეში - ეს არის ფუფუნება... უკვე ვფიქრობ, ვის დავეხმარო, ვის ვურჩიო“.

ეს არის უკუკავშირი, რომელიც აპრილში ონლაინ ფორმატით ჩატარებულ შეხვედრებზე დაფიქსირეს მონაწილეებმა. შეხვედრები გაიმართა ქობულეთის, ჩოხატაურის, სენაკისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებთან.

მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრი“ www.sosfsokhumi.ge - რატომ შეიქმნა ვებგვერდი, რა მასალებია განთავსებული, როგორ გამოიყენონ ვებგვერდი, რაში დაეხმარება მოწყვლად ჯგუფებს.

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები