მრგვალი მაგიდის მეორე ნაწილში ქალთა ფონდი „სოხუმის“ რეგიონალური ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ადგილობრივ დონეზე ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე, ხელმისაწვდომობის კუთხით ქალებისთვის არსებული პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
მესამე ნაწილში კი მუნიციპალიტეტებში არსებულ საუკეთესო პრაქტიკასა და გამოწვევებზე ქალთა მხარდაჭერის სერვისების კუთხით (საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამები და სხვ.) საკუთარი გამოცდილება გააზიარეს ზუგდიდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.
ღონისძიებაზე გამოიკვეთა რეკომენდაციები მსხვერპლთათვის გაუმჯობესებული, უფრო მდგრადი და გრძელვადიანი პროგრამებისა და სერვისების დანერგვის კუთხით.
მრგვალი მაგიდა ვებგვერდის მაღალი შეფასებით დასრულდა:
„თქვენი საიტი ოცნების ახდენაა, სრულყოფილი ელექტრონული სამაგიდო წიგნი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქალთა თემაზე მუშაობს,“ - რუსუდან პაჭკორია, ასოციაცია „მერკურის“ იურისტი.