„ამბები“ სამეგრელოდან - შემაჯამებელ შეხვედრაზე

„მე ვიცოდი, რომ საჭიროა კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მომეგვარებინა ის მშვიდობიანად. ვიცოდი, რომ უნდა ვიყო ტოლერანტი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ“.

„თავიდან ჩვეულებრივი ტრენინგის მოსასმენად, უბრალოდ, პასუხისმგებლობისთვის მოვემზადე, მაგრამ სამი საათი სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი. ეს იყო პირველი შთაბეჭდილება. და ამ ხუთმა თვემ არა მარტო არაფორმალური ცოდნის რესურსი გაზარდა ჩვენში, არამედ უკეთესი მოქალაქე“.

ასე საუბრობდნენ შემაჯამებელ შეხვედრაზე ნიჭიერი ახალგაზრდები ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის მუნიციპალიტეტებიდან და წარმატებული მუშაობისთვის მადლობას უხდიდნენ ფონდ „სოხუმის“ ტრენერებს: ნინო ჭაბუკიანს, ლარისა შენგელიას და ბექა ფოცხვერიას.

კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, ხუთთვიანი მუშაობის საფინალო შეხვედრა მოსწავლეებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ონლაინ შედგა. ბულინგის და  ტოლერანტობის, ძალადობის პრევენციის და კონფლიქტების მართვის საკითხებზე ხუთი თვის მანძილზე ტრენინგ-კურსით, ინტენსიური კომუნიკაციით, კრეატიული ინიციატივების განხორციელებით თუ პერფორმანსებით მიღებული ცოდნა ახალგაზრდებმა საკუთარი პრეზენტაციებით დაასრულეს და სხვადასხვა გემოვნების და სხვადასხვა თაობის ადამიანების აღფრთოვანება დაიმსახურეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები