აქტივობები - შეხვედრიდან შეხვედრამდე

ეს ყველაფერი ჩვენი შეხვედრების შემდეგ ხდება. თვეში ერთი შეხვედრა/ტრენინგი ტარდება და ტრენინგიდან ტრენინგამდე ბავშვები სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ სათქმელს - იმას, რაც ისწავლეს, რაც მოსწონთ და აღელვებთ.

სამტრედიის ჯგუფის მომზადებული ვიდეორგოლი, ზუგდიდისა და ქობულეთის ჯგუფების ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები და კიდევ უამრავი რამ: დიაგრამები, წერილები მშობლებს, კომიქსები, ვიდეორგოლები, ნახატები, პრეზენტაციები...

ამ ღონისძიებებს ინიცირებულ ღონისძიებებს ვეძახით, რადგან ისინი ჩვენი ტრენინგების გამოძახილია. თებერვალში ათ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარებული შეხვედრების თემები იყო: კონფლიქტი, ეთიკა, ესთეტიკა, მშობლებისა და შვილების ურთიერთობები. ცენტრების ლიდერების მიერ ჩატარებული აქტივობებიც ამ საკითხებს მიეძღვნა.

ინფორმაციები ყველა აქტივობის შესახებ ფონდი „სოხუმის“ და სკოლების ფეისბუქგვერდებზეა განთავსებული და მათი ნახვების რაოდენობაც ათასობითაა... აქტივობებში მონაწილეობა მიიღო 787 ადამიანმა. აქტიურობა ბევრად მაღალი იქნებოდა, სკოლები ონლაინ სწავლებაზე რომ არ გადასულიყვნენ. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული მიმართულება საკმაოდ პოპულარულია და ეს ჩვენი აქტიური მუშაობის საუკეთესო შედეგია.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები