სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა, ვანი, ზუგდიდი - შემაჯამებელი შეხვედრები

440 მონაწილე ესწრებოდა შემაჯამებელ შეხვედრებს ხუთი მუნიციპალიტეტიდან (სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა, ვანი, ზუგდიდი): ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრის წევრები, მათი მშობლები და პედაგოგები, სკოლის დირექტორები, მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული დეპარტამენტის და გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები.

ეს იყო ფონდ „სოხუმთან“ ურთიერთობის და ექვსთვიანი აქტიური მუშაობის ერთგვარი ანგარიში.

რა გაკეთდა? რა ისწავლეს მოსწავლეებმა? როგორ გამოიყენებენ ცოდნას პრაქტიკაში?

ამ კითხვებს ახალგაზრდებმა პრეზენტაციებით გასცეს პასუხი და ონლაინ აუდიტორიას დაანახეს თავიანთი გამოცდილება, შეძენილი უნარ-ჩვევები, ახალი შესაძლებლობები.

- კომპლექსები დავძლიე, აქტიური გავხდი, ბევრი რამ ვისწავლე, დამოუკიდებლად გავაკეთე, შევიცვალე - ეს სიტყვები გაისმოდა ახალგაზრდების გამოსვლებში.

სასიკეთო გავლენასა და ცვლილებებზე ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა, რომელთაც მაღალი შეფასება  მისცეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ მუშაობას.

სატრენინგო კურსის მონაწილეებს და ახალგაზრდა ტრენერებს სერტიფიკატები გადაეცემათ, მუშაობაში ჩართულ სკოლებს კი - მადლობის სიგელები მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

აპრილიდან ამ მუნიციპალიტეტებში ახალი ჯგუფები ჩამოყალიბდება და მათთან დაიწყება ექვსთვიანი მუშაობა: საინტერესო და აქტიური დღეები, სასარგებლო გამოცდილების დაგროვება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები