„გული მწყდება, პროექტი რომ სრულდება...“

აგვისტოში დაგეგმილი ტრენინგები ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ახალგაზრდა მონაწილეების რაოდენობა 175 იყო.

ტრენინგებზე განიხილეს აქტუალური თემები: მშობლებისა და შვილების დამოკიდებულება; ეთიკის და ესთეტიკის ნორმები; კონფლიქტის მშვიდობიანად  მოგვარების უნარები.

მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ და გულახდილად გამოთქვეს მოსაზრებები, რომ კონფლიქტურ სიტუაციაში მშვიდობიანად მოგვარების უნარების გამოყენება  ცხოვრებაში რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.

„კარგი რჩევებია, მაგრამ ცხელ გულზე რთულია ისაუბრო მშვიდი ტონით, თუმცა თუ მოვინდომებ, ყველაფერს  შევძლებ.“

„საინტერესოა ეთიკის და ესთეტიკის ნორმების გაცნობა, ძალიან საჭირო თემაა.“

„გული მწყდება, პროექტი რომ სრულდება.“

ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ  ინიცირებული ღონისძიებების ჩატარებაში.

ამჟამად მიმდინარეობს შემაჯამებელი შეხვედრების მომზადება, სადაც ახალგაზრდები, მათი პედაგოგები და მშობლები ხუთთვიანი სატრენინგო კურსის  შედეგებსა და გავლენაზე ისაუბრებენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები