ფინალური დღეები გურიასა და აჭარაში
აქტიურად გრძელდება შემაჯამებელი შეხვედრები ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. უკვე დასრულდა ფინალური დღეები სამეგრელოს რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში. შეხვედრები გაიმართა გურიასა და აჭარაში - ჩოხატაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. დასწრეთა შორის იყვნენ გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრები, ახალგაზრდული სამსახურის წარმომადგენლები.
კურსდამთავრებულთა ერთმა ნაწილმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინა. შეხვედრების მონაწილეებმა, ძირითადად, მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. ხუთთვიან კურსს მაღალი შეფასება მისცეს პედაგოგებმა და მშობლებმა. კურსის ყველა მონაწილემ მიიღო სერტიფიკატი, ხოლო ყველაზე აქტიურებმა - ახალგაზრდა ტრენერების სერტიფიკატები.
მომავალი თვიდან მუნიციპალიტეტებში ახალი ჯგუფების ფორმირების პროცესი იწყება.
შეხვედრაზე, მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფრომაცია პრაქტიკულ გზამკვლევზე: "გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები", რომელიც ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით, ქსელი WAVE-ისა და მისი ოთხი წევრის მიერ 2022 წელს შემუშავდა. აღნიშნული გზამკვლევი ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა ორგანიზაციების სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას და მასში დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიები კონფლიქტის სხვადასხვა ფაზაში გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირებისთვის.
- ომის დროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერიოდი, რომელსაც უკრაინელი და სომეხი პარტნიორები აზიარებენ (სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა)
- გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც აღწერილია ქართველი პარტნიორის - ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ;
- ომის შემდგომი და გრძელვადიანი პერსპექტივა - წარმოდგენილი ბოსნია-ჰერცოგოვინელი პარტნიორის გამოცდილებაზე დაყრდნობით.
(პრაქტიკული სახელმძღანელო ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/.../uploads/Toolkit-Georgian.pdf...3IA)
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)