10 ტრენინგი 10 მუნიციპალიტეტში
აქტიურად გაგრძელდა სატრენინგო კურსები. კიდევ ხუთი შეხვედრა გაიმართა ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ჩოხატაურის და სენაკის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.
ტრენინგებში ჩაერთნენ სკოლების ხელმძღვანელები, პედაგოგები, ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლები. ყველა მუნიციპალიტეტში საინტერესო და ნაყოფიერი პროცესი წარიმართა.
შეხვედრაზე, მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფრომაცია პრაქტიკულ გზამკვლევზე: "გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები", რომელიც ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით, ქსელი WAVE-ისა და მისი ოთხი წევრის მიერ 2022 წელს შემუშავდა. აღნიშნული გზამკვლევი ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა ორგანიზაციების სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას და მასში დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიები კონფლიქტის სხვადასხვა ფაზაში გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირებისთვის.
- ომის დროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერიოდი, რომელსაც უკრაინელი და სომეხი პარტნიორები აზიარებენ (სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა)
- გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც აღწერილია ქართველი პარტნიორის - ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ;
- ომის შემდგომი და გრძელვადიანი პერსპექტივა - წარმოდგენილი ბოსნია-ჰერცოგოვინელი პარტნიორის გამოცდილებაზე დაყრდნობით.
(პრაქტიკული სახელმძღანელო ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/.../uploads/Toolkit-Georgian.pdf...3IA)
აპრილში ჩატარებული 10 ტრენინგის მონაწილეთა საერთო რაოდენობაა 266 ადამიანი. ყველამ დიდი ინტერესი გამოავლინა სასწავლო კურსის მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ყოველთვის მეტ ეფექტს სძენს ჩვენს მუშაობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)