კონკურსის მონაწილეების დაჯილდოება

იანვრის ბოლოს დაიწყო და თებერვალში დასრულდა კონკურსანტების დაჯილდოება.

კონკურსი შარშან,  წლის ბოლოს ჩატარდა და მიეძღვნა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული კლუბების წევრებმა, რომლებმაც გაიარეს ექვსთვიანი სატრენინგო კურსი „კონფლიქტის მართვა და ძალადობის პრევენცია“.

30-მდე საკონკურსო ნამუშაევარი იყო: ესეები, ნახატები, ვიდეორგოლები.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ყველა მონაწილე წაახალისა. სენაკის, წყალტუბოს, ქობულეთის, ზუგდიდის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ტრენერები ლელა შენგელია და ანჟელა ჩიხლაძე პირადად შეხვდნენ მონაწილეებს და გადასცეს  საჩუქრები და მადლობის სიგელები.

კონკურსში მონაწილეობამ კიდევ მეტი მოტივაცია მისცა ახალგაზრდებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდული კლუბების მუშაობაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები