5 ტრენინგი მოტივირებული ახალგაზრდებისთვის

„ჩვენს ასაკში საჭიროა ამ თემებზე საუბარი,“ „არაფორმალური განათლება გვაძლევს იმას, რასაც სკოლაში ვერ ვიღებთ,“ „მე აუცილებლად გავუზიარებ ამ ცოდნას ყველას“ - ეს ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებისგან მიღებული უკუკავშირია.

მაისის პირველ ნახევარში ჩატარდა 5 ონლაინ ტრენინგი წალენჯიხის, ჩოხატაურის, ბაღდათის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზებზე, ტოლერანტობის და ბულინგის თემებზე.

ჯგუფებს მოსწონთ ეს ფორმატი, მოტივირებული და აქტიურები არიან,  ერთვებიან დისკუსიებში. აღსანიშნავია მათი გულწრფელობა.უკვე გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც მზად არიან, თანატოლებთან ჩაატარონ საინფორმაციო შეხვედრები და გაუზიარონ მიღებული ცოდნა. ტრენინგზე წარმოდგენილი სამი მიმართულებიდან სასურველ თემას თვითონ ირჩევენ და, რაც მთავარია, სერიოზულად, პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს.

ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი იქნებოდა ცოცხალი შეხვედრები, ჯგუფური სამუშაოებით და როლური თამაშებით, მაგრამ კოვიდპანდემია ჯერ ამის საშუალებას არ იძლევა.

თვის ბოლომდე კიდევ 5 ტრენინგი გაიმართება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები