წყალტუბოს ინოვაციურ ცენტრში ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის შეხვედრაზე წარსდგა ჩვენი ფორუმ-თეატრი. მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია წამოჭრილმა პრობლემებმა. დისკუსიის დროს მათ აღნიშნეს, რომ აუცილებელია პრობლემებზე რეაგირება და საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა.

მეორე შეხვედრა ფორუმ-თეატრმა წყალტუბოს სკოლაში გამართა. თანატოლების წინაშე გამოსვლა ყოველთვის საინტერესო და საპასუხისმგებლოა. მოსწავლეებს მოეწონათ წარმოდგენები, აქტიურად ჩაერთნენ როლებში, გულახდილად ისაუბრეს ახალგაზრდა თაობის პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე.

ფორუმ-თეატრის გამოსვლები აფიქრებს მაყურებელს და სწორი გამოსავლის პოვნაში ეხმარება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქ დაგვხვდა თბილი გარემო, მზრუნველი ადამიანები... ვიგრძენით სიყვარული, ყურადღება, მხარდაჭერა... - ამბობდნენ წასვლის წინ ქალები და გამოხატავდნენ მადლიერებას, რაც ადამიანების საუკეთესო თვისებაა.

დედების და შვილების კიდევ ერთი ჯგუფი გააცილეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრიდან. ეს ოჯახები ირიცხებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და ამასთანავე არიან ეკომიგრანტები. მათთვის განსაკუთრებულად კარგი იყო სარეაბილიტაციო ცენტრში გატარებული დღეები, თერაპიული სესიები, სასარგებლო ინფორმაციების მიღება, განტვირთვა და რეაბილიტაცია... ყველა აქტივობაში დიდი ინტერესით ერთვებოდნენ. ეს მათი სამახსოვრო ჩანაწერები და ჩანახატებია...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასტუმრო „გელათი რეზიდენსში“ აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოცდაათზე მეტი სტუდენტი და უფროსკლასელი მოსწავლე შეიკრიბა, რათა ემსჯელათ:

  • როგორ ვისაუბროთ რთულ თემებზე ისე, რომ არ დავკარგოთ მოსმენისა და გაგების უნარი?
  • როგორ ავიცილოთ თავიდან კონფლიქტი და დაძაბულობა?

ვორკშოპი არ იყო მხოლოდ თეორიული - პირიქით!

მონაწილეებმა გაიზიარეს რეალური ისტორიები და გამოცდილებები, ზოგჯერ - მწვავე და ემოციური დიალოგებიც.

ერთ-ერთმა სტუდენტმა საკუთარი რეფლექსია გაგვიზიარა:

დღევანდელ რეალობაში, როდესაც საზოგადოებაში თანასწორობის დამკვიდრებას მრავალი გავრცელებული გენდერული სტერეოტიპი და დეზინფორმაცია უშლის ხელს, მნიშვნელოვანია, ვფლობდეთ მათთან სწორი გამკლავების ხერხებს. ადამიანთა უმეტესობისთვის ეს სტერეოტიპები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და მათი შეცვლა - სწორი კომუნიკაციის გარეშე - შეუძლებელია. რთული დიალოგების სწორად წარმართვა უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, ამგვარი ტრენინგები ნამდვილად უწყობს ხელს ამ უნარების განვითარებასა და გვაძლევს საშუალებას, გენდერულ სტერეოტიპებს ეფექტურად გავუმკლავდეთ.“

Zoom პლატფორმაზე, მოსწავლეებმა (67 მონაწილე), დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან (ჩოხატაური, ქობულეთი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა) მონაწილეობა მიიღეს ვორკშოპში „როგორ ვმართოთ რთული დიალოგი“, რომელიც მიზნად ისახავდა განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან კონსტრუქციული საუბრის და კონფლიქტების თავიდან აცილების უნარების განვითარებას. შეხვედრის მთავარი თემები იყო:

  • სტერეოტიპების, დეზინფორმაციისა და ინფორმაციის გამიჯვნა
  • რთული დიალოგის 5 პრაქტიკული სტრატეგია
  • ინტერაქტიური თამაში: „როგორ გადავურჩეთ ოჯახურ ვახშამს“ - https://survivefamilydinner.ge/how-to-play/

ონლაინ ფორმატშიც კი შეხვედრა იყო ცოცხალი და ინტერაქტიული -  მოსწავლეები აქტიურად აზიარებდნენ თავიანთ პირად გამოცდილებებს, სვამდნენ კითხვებს და გზადაგზა აჟღერებდნენ საკუთარ რეფლექსიებსაც.

 

ოჯახური სადილის მაგიდის გარშემო სარისკო საუბარი მიმდინარეობს? გაუმკლავდი საეჭვო შეხედულებებსა და კონსპირაციულ თეორიებს მარტივად და ეცადე დესერტამდე ისე მიხვიდე, რომ მაგიდა არავინ ააყირაოს.

ითამაშე აქ: გადაურჩი ოჯახურ ვახშამს

  • სამშაბათი, 25 მარტი 2025

ოჯახში ძალადობის პრევენცია, მოქალაქეთა ინფორმირება მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე, ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერება - ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება სოციალური მუშაობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

თვის განმავლობაში ათი რისკის ჯგუფის ოჯახის იდენტიფიცირება და მათი გადამისამართება მოხდა. რეფერირების პროცესში აქტიურად იყო გამოყენებული ფსიქოლოგის და იურისტის საკონსულტაციო მომსახურება, სარეაბილიტაციო ცენტრი. სერვისების გამოყენება ბენეფიციართა ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების საფუძველი ხდება.  

საინფორმაციო შეხვედრებზე იკვეთება, რომ ინფორმირების საკითხი და ქალთა მხარდაჭერის აუცილებლობა კვლავ პრიორიტეტულია.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  • სამშაბათი, 25 მარტი 2025

შეხვედრებზე გამოიკვეთა მშობლებსა და შვილებს შორის არსებული პრობლემები. მშობლები საუბრობენ შვილების ქცევის პრობლემებზე, შვილებს კი არ მოსწონთ ოჯახებში არსებული მდგომარეობა.

როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, ოჯახის სტაბილურობას განაპირობებს ოჯახის წევრების მიერ კონფლიქტების კონსტრუქციულად მოგვარების უნარი. ოჯახში, სადაც სუფევს მუქარის, სიმკაცრის და კონფლიქტის ატმოსფერო, ხშირია პიროვნების დამახინჯება. სამწუხაროდ, ჩვენს გარშემო მრავლადაა დისფუნქციური ოჯახები, რომლებსაც არ შესწევთ ძალა, დააკმაყოფილონ ოჯახის წევრების პიროვნული და სულიერი ზრდის მოთხოვნილებები.

ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა შეხვედრები გამართა თერჯოლის, სამტრედიის, ვანის, წალენჯიხის, ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მისი რჩევები სასარგებლო აღმოჩნდა ქალებისთვის, ამიტომაც ისინი ყოველთვის ინტერესით ელოდებიან შეხვედრებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, კანადის თანასწორობის ფონდისა და გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოსათვის“ მხარდაჭერით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და რეაგირება თემზე დაფუძნებული მიდგომებით - პრაქტიკა და ზემოქმედების მექანიზმები“.

კონფერენცია გახსნა ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ციფრულ რესურსცენტრზე - ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის სერვისების მიწოდებისა და გაძლიერების ერთწლიან გამოცდილებაზე ისაუბრა თეა თორინავამ, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

კონფერენციას ესწრებოდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები 10 მუნიციპალიტეტიდან, ურთიერთდახმარების ჯგუფების წევრი ქალები, სოციალური სამუშაოს პარასპეციალისტები და ქალთა უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაიმართა ორი პანელური დისკუსია. აღინიშნა, რომ 10 მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 14 სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც ქალებისა და ბავშვებისათვის არაძალადობრივი გარემოს შექმნას ემსახურებოდა.

კონფერენციის დასასრულს, ორგანიზაციის დამფუძნებლებმა - ალლა გამახარიამ, მერი გელაშვილმა და ნანული რამიშვილმა გაიხსენეს ორგანიზაციის 28-წლიანი ისტორია და მონაწილეები მოტივაციით აავსეს.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ განაგრძობს მუშაობას ძალადობის პრევენციისა და ქალთა გაძლიერებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა განაგრძო საინფორმაციო შეხვედრების ციკლი მოწყვლად ჯგუფებთან. შეხვედრები ჩატარდა წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, თერჯოლის, ვანის, სენაკის, ზუგდიდის, ჩოხატაურის, ხობის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადგილობრივ და ცენტრალურ პროგრამებზე, რომლებიც არსებობს ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების და გაძლიერების და  აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის და აბილიტაციის კუთხით.

მონაწილეები ასევე გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ახალ მოკლე ანგარიშს „ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის სერვისები: ხელმისაწვდომობა და ბარიერები“. ანგარიში ასახავს კვლევის მიგნებებს, რომლებიც ეხება ძალადობაგამოვლილი ქალების ხელმისაწვდომობას მხარდაჭერის სერვისებზე და მოსახლეობის დამოკიდებულებას მათ მიმართ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ყოველთვის საინტერესოა მუშაობა ადამიანებთან, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა და ემპათია არსებულ სიტუაციაში. სწორედ ასეთი ადამიანები ჩამოდიან ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში. მარტში აქ იმყოფებოდნენ ქალები და არასწრულწლოვნები. იყვნენ ბავშვები, რომლებიც იზრდებიან დედის გარეშე. მათ სჭირდებათ ინდივიდუალური მიდგომა. ცენტრის თანამშრომლები სისტემატურად მუშაობდნენ ბენეფიციარებთან.

ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძე აღნიშნავს: „ოჯახსუდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის აგრესიულობის ჩამოყალიბებაში. აგრესიული რეაქციების დამახასიათებელ სტილს ადამიანი ინარჩუნებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სწორედ ამგვარ პრობლემებს წავაწყდით მუშაობის პროცესში, მაგრამ ჩვენმა მონდომებამ სასიკეთოდ იმოქმედა ბავშვებზე. ეს მათ ნახატებშიც ჩანს“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები