5 ნოემბერს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა მოაწყო სოფელ გოჩა ჯიხაიშში.
ფსიქოლოგის თემა ეხებოდა ძალადობას და მის სოციალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს, ოჯახში ძალადობაზე რეაგირების აუცილებლობას-ინტერვენციასა და პრევენციას.
შეხვედრის მონაწილე ქალბატონებს იურისტმა მიაწოდა ინფორმაცია კანონზე „ოჯახში  ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. ასევე გაიცა იურიდიული კონსულტაცია, რომელიც ეხებოდა განქორწინების შემდეგ წარმოშობილ ქმრის ვალდებულებას თანასაკუთრებისა და ალიმენტის გადახდის თაობაზე.
ბოლოს ქალბატონებმა გულწრფელი კმაყოფილება გამოხატეს და ითხოვეს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ფონდმა „სოხუმმა“ გააგრძელოს მათთან სერიული შეხვედრები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
3 აგვისტოს ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორმა, იურისტმა და ფსიქოლოგმა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს საჯარო ბიბლიოთეკაში. შეხვედრას ესწრებოდა ბიბლიოთეკის 20-ზე მეტი თანამშრომელი.
იურისტმა ისაუბრა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებზე. გაიცა კონსულტაცია დასაქმებულთა უფლებებსა და მოვალეობებზე, შრომითი ურთიერთობის სუბიექტებზე, პრობლემის მოგვარების გზებსა და ეტაპებზე, თუ როგორ უნდა დაიწყონ თავიანთი პრობლემის ადვოკატირება, ვის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და ვისგან შეუძლიათ მოითხოვონ სრული ინფორმაციის მიღება.
ფსიქოლოგმა ისაუბრა ქალთა სოლიდარობაზე, საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზებსა და შედეგებზე. გაიცა საერთო სახის ფსიქოლოგიური რეკომენდაციები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრ „ეგრისში“ ჩატარდა იურისტის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა 13 მოქალაქე. მათ მიეწოდა ინფორმაცია სენაკის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და პროგრამებზე...
„ეგრისში“ ცხოვრობს 33 ოჯახი. გამოირკვა, რომ მათი მთავარი პრობლემებია გაზიფიცირება და საცხოვრებელი ფართების დაკანონება. მათი მოგვარების მიზნით გადაწყდა ერთობლივი განცხადების მომზადება. გაიცა აგრეთვე ინდივიდუალური კონსულტაციები.
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით 
 
ივნისში ქუთაისის 6 კოლექტიურ ცენტრში ჩატარდა იურისტის საინფორმაციო შეხვედრა. ესწრებოდა 56 ადამიანი.
მთავარი თემა იყო კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დადგენის პროცედურები. მათ მიეწოდა ინფორმაცია სხვადასხვა კანონის, სამართლებრივი აქტის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ, რომელიც მათი საჭიროებებიდან გამომდინარეობდა. გაიცა კონსულტაციები საჯარო ინფორმაციის, სამეზობლო ურთიერთობების, განქორწინების, ალიმენტის დანიშვნის შესახებ და სხვა საკითხებზე.
 
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

FormatFactoryDSC01234მარტის თვეში ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ჩაატარა 7 საინფორმაციო შეხვედრა  ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრსა და 6 კოლექტიურ ცენტრში თემაზე „მოქალაქეების მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში“.  შეხვედრას ესწრებოდა 66 მოქალაქე. გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები  სხვადასხვა იურიდიულ საკითხზე: სამეზობლო ურთიერთობები,  საკრედიტო ვალდებულებები, სოციალურად დაუცველთა საკითხები, განქორწინება და მისი პროცედურები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  
1-დან 15 ოქტომბრამდე ქუთაისში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების 6 ცენტრში გაიმართა საინფორმაციო ჯგუფური შეხვედრები, რომელთაც ესწრებოდა 43 ქალი 22-დან 68 წლამდე. მონაწილეობდა აგრეთვე სამი ადგილობრივი ქალბატონი. შეხვედრას პირველად დაესწრო 5 ადამიანი.
ბენეფიციარებთან საუბრის ძირითადი თემები იყო: ინფორმაციის მიღება მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებზე, მეუღლეთა თანასწორობა ერთობლივი საოჯახო საკითხების გადაჭრისას, მეუღლეთა საკუთრებები. ქალებმა შეხვედრებზე დასვეს  ალიმენტების გაცემის, კომუნალური საკუთრების და ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულებების დადების საკითხები. ყველა მათგანზე მათ მიიღეს დეტალური პასუხი.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ფსიქოლოგიური მუშაობა ინკლუზიურ ბენეფიციარებთან წარიმართა არტ-თერაპიითა და ასოციაციური ბარათებით.

სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში კი გაიმართა ჯგუფური შეხვედრები და კონსულტაციები. შეხვედრების ძირითადი თემა იყო იმის გარკვევა, როგორ შევიცნოთ ფსიქოლოგიური პრესინგი და ძალადობა და არ გავხდეთ მსხვერპლი. ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია გამუდმებული კრიტიკა. როცა პარტნიორი მუდმივად აკრიტიკებს თქვენს გარეგნობას, ქცევებს, მანერებს, ხასიათს, ამის მიღმა რეალური კონფლიქტი იმალება. ჩუმი ძალადობა, ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე, არ აძლევს მსხვერპლს  იმის შეგრძნებას, რომ რაღაც უნდა შეცვალოს... - სწორედ ამაზი იყო საუბარი შეხვედრებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად პრევენციულ ღონისძიებებში მნიშვნელოვანი ელემენტია კონფლიქტების მართვა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიცნობდეთ ჩვენს შიგნით მიმდინარე კონფლიქტებს.

ეს მოსაზრებები გაჟღერდა ქალებთან კონფლიქტოლოგიის თემაზე გამართულ ვორკშოპებზე ფოთის, ქუთაისის და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

როგორ ვმართოთ საკუთარი ემოციები, როგორ დავძლიოთ პიროვნული კონფლიქტები - ამ საკითხებზე დისკუსიები კონკრეტული მაგალითების გარჩევის ფონზე მიმდინარეობდა. საერთო მოსაზრებით, თუ ადამიანებმა ვერ მოახერხეს საკუთარი ემოციების მართვა, მათ ირგვლივ კონფლიქტების წარმოქმნის რისკი ყოველთვის იარსებებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

„კონფლიქტი ჩვენს შიგნით“ - ამ თემის განხილვამ განსაკუთრებული დისკუსია გამოიწვია ახალგაზრდებში.

კონფლიქტურ სიტუაციებში ჩვენ ყველგან ვეძებთ დამნაშავეს, საკუთარი თავის გარდა. მიზეზი კი ჩვენს შიგნით მიმდინარე კონფლიქტებია - რადგან არ ვიცით, როგორ ვმართოთ საკუთარი ემოციები, როგორ ჩავაქროთ ჩვენს შიგნით ხანძარი.

ამ მოსაზრებას ეთანხმება ვორკშოპების მონაწილეთა უმრავლესობა. მათ მიიღეს რჩევები, როგორ გათავისუფლდნენ უარყოფითი ემოციებისაგან, როგორ მართონ პიროვნული კონფლიქტები.

- რაც უფრო მეტი ადამიანი მოახერხებს „შიგნით“ მიმდინარე ემოციების მართვას, მით უფრო ნაკლები  კონფლიქტი იქნება საზოგადოებაში, ოჯახებში. მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ამ საკითხებზე დაფიქრების საშუალებას გვაძლევს, - მიიჩნევენ ახალგაზრდები.   

ვორკშოპები გაიმართა წყალტუბოში, ხონსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

4 მაისს- ქუთაისის ქალთამხარდაჭერისცენტრში,6 მაისს - სენაკისქალთამხარდაჭერისცენტრში, ხოლო 11 მაისს - ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)ქალთამხარდაჭერისცენტრში გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური კონსულტაცია, რომელთაც ესწრებოდა 40 ქალი 25-დან 67წლამდე.

შეხვედრების ძირითადი თემა იყო ოჯახური ურთიერთობების მოდელი, შიდაოჯახური კომუნიკაციის ჩამოყალიბება -  პირველ რიგში, ურთიერთობების დამყარება მეუღლეებს შორის. თემა საინტერესო აღმოჩნდა დამსწრეთათვის. მათ უამრავი მაგალითი მოიყვანეს და მიიღეს სასარგებლო რჩევები.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrotfürdieWeltEvangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები