1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრთან არსებული ჩრდილების თეატრი ქუთაისში ბაგა-ბაღ „ვარსკვლავებს“ ესტუმრა. ეს ნამდვილი დღესასწაული იყო ბავშვებისთვის. მათ პირველად ნახეს ასეთი სპექტაკლი. ახალგაზრდა მსახიობებმა ხალისიანად მიულოცეს ბავშვთა დღე პატარებს.


ფორუმ-თეატრის წარმოდგენების ჩვენება გაიმართა ხონში, სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში. მართალია, მაყურებელი შედარებით პასიურობდა, ერთგვარ უკმაყოფილებასაც გამოთქვამდა ზოგიერთი ძალადობრივი სცენის ნახვის შემდეგ, მაგრამ ბოლომდე დარჩა და უყურა წარმოდგენებს.
როგორც ახალგაზრდა მსახიობები აცხადებენ, ესეც პოზიტიური შედეგია, რადგან ადამიანი ყოველთვის უფიქრდება ნანახს, დასკვნებს აკეთებს და იცვლება კიდეც...
ხონის ცენტრალურ პარკში ჩატარდა ფორუმ-თეატრის ჩვენება: 5 სცენა და საინტერესო დისკუსია ყოველი სცენის შემდეგ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ახალგაზრდა ქალის გულახდილი საუბარი, დახმარების თხოვნა. ის ძალადობის მსხვერპლია და არ იცის, როგორ მოიქცეს. მსახიობებმა მას მისცეს ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მისამართი, გააცნეს, რომ არის უფასო ფსიქოლოგიური და იურიდიული სერვისის მიღების შესაძლებლობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)




26 აგვისტოს ქუთაისის ცენტრალურ პარკში ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენები. ნაჩვენები სცენებიდან მამის და შვილების კონფლიქტი ყველაზე აქტიური დისკუსიის მიზეზი გახდა.
27 აგვისტოს წყალტუბოს ქალაქის სკვერში გაიმართა ფორუმ-თეატრი. როდესაც ოჯახური ძალადობის სცენა თამაშდებოდა, მოვიდნენ პატრულის თანამშრომლები და დაიწყეს გამორკვევა, რა ხდებოდა. ერთ-ერთმა მსახიობმა მისცა ინფორმაცია თეატრის შესახებ. მათ უხეშად გამოთქვეს, რომ მსგავსი სცენები თეატრებში ეთამაშათ, რადგანაც ბევრი დამსვენებელია და ისინი ვერ გაიგებენ ამას.
ფორუმ-თეატრის აქტიური მაყურებელი გახდა არა მარტო ახალგაზრები, არამედ უფროსი თაობაც. ორივე შეხვედრის დროს იყო დასამახსოვრებელი დისკუსიები. მაყურებელმა ყველა პრობლემა გულთან ახლოს მიიტანა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)


ფოთის მე-7 სკოლაში ნაჩვენები იყო ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები. ღონისძიებას დაესწრო 35 მოსწავლე.
მაყურებელი ძალიან გააღიზიანა პირველმა სცენამ, რომელშიც წარმოდგენილია მამის აგრესიული დამოკიდებულება ქალიშვილის მიმართ, თუმცა აღინიშნა, რომ ეს რეალური ცხოვრებისეული სცენაა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები.
წარმოდგენას ესწრებოდა სკოლის დირექტორი, რომელმაც ახლებური კუთხით დაინახა მოსწავლეები, მათი შეხედულებები. მან გამოთქვა სკოლაში ფორუმ-თეატრის შექმნის სურვილი და ითხოვა დახმარება ამ საქმეში.
ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ჩატარდა ფოთში, დევნილთა ახალ რაიონში. მაყურებელი, განსაკუთრებით ქალები, ძალიან გაააქტიურა ოჯახური კონფლიქტების და ძალადობის სცენებმა. იყო საინტერესო დისკუსია, საკუთარ შეცდომებზე გულახდილი საუბარი. ყოველივე ეს იძლევა შედეგს, რომ საზოგადოებამ სხვაგვარად აღიქვას ძალადობის პრობლემა.