ყოველწლიურ კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ფონდი „სოხუმის“ და მისი პარტნიორების მონაწილეობა ვრცლად გაშუქდა ტელეკომპანია „რიონის“ საკვირაო ტელეჟურნალში. რამდენად ქმედითია ძალადობისაგან დაცვის  არსებული კანონი; როგორია ძალადობის სტატისტიკა; რა მექანიზმები არსებობს მსხვერპლის დაცვისთვის; რა როლს ასრულებს NGO სექტორი და რა სერვისებია ხელმისაწვდომი დაზარალებულებისთვის - რესპონდენტები ამ საკითხებზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წინა წლებთან შედარებით მომართვიანობამ იმატა და ძალადობის მსხვერპლები უკეთესად ახერხებენ დაიცვან საკუთარი უფლებები. იკლო იმ ადამიანების რიცხვმაც, ვინც აცხადებდა, რომ ოჯახში ძალადობა არ არის აქტუალური პრობლება და ეს, პირველ რიგში, მასშტაბური საზოგადოებრივი კამპანიების დამსახურებაა.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მოუგვარებელი  კონფლიქტები და მათი გავლენა ქალებზე, კონკრეტული ისტორიები და წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები - ფონდი „სოხუმის“ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციისათვის ოფიციალურ მოლაპარაკებებში ქალთა ჩართვის მნიშვნელობას  უსვამს ხაზს.

ფილმის გმირები კონფლიქტის ზონასა და მოსაზღვრე რეგიონში მცხოვრები ქალბატონები არიან, რომლებიც საკუთარ სატკივარს უზიარებენ მაყურებელს. საკითხის სიმწვავის აღიარებას არ გაურბიან სახელმწიფო ჩინოვნიკებიც და საუბრობენ იმ ღონისძიებების აუცილებლობაზე, რომლებიც კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს მდგომარეობას. ამ საკითხების მიმართ კი ქალები უფრო მეტ გულისხმიერებას იჩენენ.

 

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

როგორია ქვეყანაში არსებული ოფიციალური სტატისტიკა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით, რატომ არ არიან პასუხისმგებელ თანამდებობებზე ქალები, როგორ  უნდა მოხდეს მათი პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა -  გადაცემის სტუმრებმა, ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა დეტალურად ისაუბრეს გავლილ პოლიტიკურ გზაზე, სირთულეებზე, დადებით მხარეებზე, საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით - ქალთა გააქტიურების კუთხით.   

საუბარი შეეხო ოზურგეთში გასამართ რიგგარეშე არჩევნებს. სოფელ ნასაკირალში კენჭს ქალი დეპუტატი იყრის „ქართული ოცნებიდან“.

გადაცემის სტუმრების პოზიციით, მაჟორიტარი კანდიდატობა ნამდვილად არ არის ადვილი, განსაკუთრებით ქალისთვის, მაგრამ ძალიან საინტერესოა და ქალების ჩართულობაც აუცილებელია. ქალები კონკრეტულ საკითხებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, უფრო მგრძნობიარენი არიან სოციალურ თემებთან დაკავშირებით.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქალები პოლიტიკაში უნდა გაძლიერდნენ, უნდა მივცეთ წარმოდგენილ  პედაგოგ  ქალს შანსი და დავამსხვრიოთ მითი, რომ მაჰმადიანი თემი ქალს არ აირჩევს დეპუტატად“, - აღინიშნა გადაცემაში.  

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ეს ფილმი ეძღვნება ფონ­დი „სო­ხუ­მის“ პრო­ექ­ტს „ქალ­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა კონ­ფლიქ­ტის ტრან­სფორ­მა­ცი­ა­ში ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­სა­მუ­შა­ვებ­ლად“.

ფილმი, რომელიც ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტებმა მოამზადეს, ასახავს პ­რო­ექ­ტის ფარგლებში გა­ნ­ხორ­ცი­ე­ლებულ აქტივობებს: ტრე­ნინ­გი ქა­ლე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფ­თან, მრგვა­ლი მა­გი­და და კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცია, შეხ­ვედ­რა კვიპ­როს­ზე, პროექტის პრეზენტაცია თბილისში.

რა ტიპის საფრთხეები არსებობს საზოგადოებაში, რატომ არიან ქალები მაღალი რისკის ქვეშ, რა სახის პრევენციული ღონისძიებები შეიძლება გატარდეს  ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებლად - ამ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი სტუმრებმა ტელეკომპანია „რიონის“ პირდაპირი ეთერში.

გადაცემას თან ახლდა სიუჟეტი, რესპონდენტები ხაზგასმით საუბრობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ხარისხთან დაკავშირებული ინფორმაციის გაგება.

ტელეგადაცემის მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება თითოეული ადამიანის თვითშეგნების ამაღლებით უნდა დაიწყოს და მას ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობა უნდა ერთვოდეს.  შესაბამისი ეფექტი მხოლოდ კოორდინირებული მუშაობით მიიღება. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
  
25 აგვისტოს ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრში („გურია ნიუსის“ ოფისი) ფონდი „სოხუმის“  წარმომადგენელი ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს დეპუტატი ლალი სიჭინავა. საუბრის თემა კი  გენდერული ბიუჯეტის საკითხებს შეეხებოდა.
აღინიშნა, რომ ჟურნალისტებმა მეტად უნდა მიაქციონ ყურადღება ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესს, გააკეთონ გენდერული აქცენტები.
იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ზუსტი ინფორმაცია გენდერულ საკითხებზე, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების გენდერული განათლება.
შეხვედრაზე გაჩნდა ინიციატივა, ამ თემაზე გაიმართოს ტრენინგი. ტრენინგი ფონდი „სოხუმისა“ და გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით გაიმართება სექტემბრის დასაწყისში ოზურგეთის, ქუთაისის და სენაკის მედიის წარმომადგენლებისთვის.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

მაისში გაზეთ „გურია ნიუსში“ დაიბეჭდა სტატია ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს შესახებ. „გურია ნიუსმა“, „გურიის მოამბემ“ და „ალიონმა“ გააშუქეს მდინარე ბჟუჟიდან ინერტული მასალების გატანის საკითხი. ეს პრობლემები საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. მათ შესახებ დაფიქსირდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს იურისტის ანგარიშში, აღინიშნა საბჭოს სხდომაზე.  

ოზურგეთში მიმდინარე მუშაობას აქტიურად უჭერენ მხარს ჟურნალისტები და თავადაც მონაწილეობენ აქტუალური პრობლემების მოგვარებაში. სწორედ ამაზე იყო საუბარი ჟურნალისტებთან ტრადიციულ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც გენდერის მედია ცენტრში გაიმართა.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ოზურგეთის „გურიას“ ეთერში გასული ტელესიუჟეტი ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განხილულ საკითხებს შეეხო. რა გამოიკვეთა ჩატარებული საჭიროებათა კვლევის შედეგად; რა კონკრეტული წინადადებები აქვთ სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლებს; რომელია მოქალაქეთა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების პირველი რიგის საჭიროებები, რაც, საბჭოს წევრების აზრით, ადგილობრივ ბიუჯეტში აუცილებლად უნდა აისახოს.

როგორც საბჭოს წევრები აცხადებენ, ისინი მზად არიან, მაქსიმუმი გააკეთონ იმისათვის, რომ კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების მოგვარების გზები იპოვონ და დასახონ სტრატეგია, რათა მომავალ ბიუჯეტში გამოინახოს შესაბამისი რესურსები. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებაში არსებობს პოლიტიკური ნება კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

{youtube}Ffm000pmGJc{/youtube}

„ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლა გენდერულ ბიუჯეტირებასთან მიმართებაში“ -ასე ჰქვია ფონდი „სოხუმის“ პროექტს, რომელიც ქუთაისის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ქუთაისის 1ბაგა-ბაღში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები გენდერულ საკითხებზე  აღმზრდელებთან, მეთოდისტებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან.
ტელეჟურნალ „7 დღეში“ გასული სიუჟეტი  მოგვითხრობს ამ პროექტის შესახებ, რომელიც სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალის  გენდერული განათლების ხელშეწყობას ითვალისწინებს. რესპონდენტები - ქალაქის მერი, საბჭოს წევრები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, მეთოდისტები ერთხმად აღნიშნავენ საკითხის აქტუალობას და იმ გამოწვევების შესახებაც საუბრობენ, რომლებიც სადღეისოდ დგას სკოლამდელი განათლების სერვისის წინაშე.
სიუჟეტი მედიის ჩართულობასაც ეხება.
„მამებისა და ბაბუების კლუბი“, საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი მამაკაცი - შეხვედრამ გამოკვეთა არაერთი ახალი საინტერესო ვექტორი, რომელიც გენდერულ საკითხებს ეხება და ჟურნალისტების მხარდაჭერას  საჭიროებს. 
 
 

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის „დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“  მხარდაჭერით 

ოზურგეთის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევა დაიწყო. კოლეჯ „ჰორიზონტში“ ახალგაზრდებთან ჩატარებულ ფოკუს-ჯგუფზე მოგვითხრობს ტელეკომპანია „გურიას“ ეთერში გასული სიუჟეტი.
რა მიზანს ემსახურება კვლევა; რა მოცულობით იგეგმება საქმიანობის ჩატარება;  როგორია კვლევის არეალი და ვადები; რა მეთოდებით ხდება მონაცემთა მოპოვება;  რამდენად ამომწურავ ინფორმაციას ღებულობს საბჭო სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე, რათა მათ საფუძველზე მოხდეს წინადადებებისა და რეკომენდაციების მიწოდება  მომდევნო წლის ბიუჯეტისათვის. ამ კითხვებს საბჭოს წევრები - ფოკუს-ჯგუფის ორგანიზატორები პასუხობენ.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები