გაზეთ „ახალი გაზეთის“ (ქუთაისი) 28 აგვისტოს ნომერში დაიბეჭდა ფონდი „სოხუმის“ ექსპერტის, ეკატერინე გამახარიას სტატია „მოქალაქეების ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტის განკარგვაში და საკუთარი გარემოს გაუმჯობესებაში - „პრაღა 10-ის“ საინტერესო გამოცდილება“.
„პრაღა 10“ მუნიციპალიტეტით ფონდი „სოხუმის“ და ექსპერტთა დაინტერესების მიზეზი მისი გამოცდილებაა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის მართვაში მოსახლეობის ჩართვის ეფექტურ მექანიზმს ეხებოდა.
2015 წლიდან, „პრაღა 10“-ში ამოქმედდა „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ (Participatory Budget) პრაქტიკა, რომლის მიზანია მოსახლეობის გააქტიურება მუნიციპალური მართვის საკითხებში, რაც დემოკრატიული განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.
სტატიაში სწორედ ამ გამოცდილებაზეა მოთხრობილი.
პროექტიხორციელდებავიშეგრადის ფონდისმხარდაჭერით
„გენდერული თანასწორობა ნიშნავს თანაბარ წარმომადგენლობას, თანაბარ მონაწილეობას და შესაძლებლობებს ქალებისა და მამაკაცებისათვის საზოგადოებრივი და კერძო ცხოვრების ყველა სფეროში...“ და გენდერული თანასწორობის მიღწევა თანამედროვე საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტია.
ასე იწყება სტატია, რომელიც 12 თებერვალს დაიბეჭდა გაზეთ «P.S.»-ში. სტატიის ავტორია ექსპერტი გენდერულ საკითხებში, ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარია.
სტატიაში აღნიშნულია გენდერული პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელოვანი მომენტები როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალურ დონეზე და აქტიური მუშაობის აუცილებლობა ამ პოლიტიკის დანერგვისათვის.
სტატია აგრეთვე განთავსდა გაზეთის საიტზე:
http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61300
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერში გავიდასიუჟეტი, რომელმაც მსმენელებს ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაზე მოუთხრო.
აღინიშნა, რომ საბჭოს მუშაობა ახალ საინტერესო ფაზაშია: დამთავრდა ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების საჭიროებათა კვლევა, რომელმაც ქალთა სხვადასხვა ჯგუფის, ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველების, შშმ პირთა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა. საბჭოს აქვს კარგი პრაქტიკა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ამ ჯგუფების ინტერესების ბიუჯეტში გათვალისწინებისთვის.
სიუჟეტში გაჟღერდა ინფორმაცია საბჭოს ახალგაზრდულ პროექტზე, რომელიც ფონდი „სოხუმისა“ და ქუთაისის მერიის მიერ იქნა მხარდაჭერილი. პროექტის მონაწილეებმა ისაუბრესაქტივობებზე და ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფის მიერ მომზადებულრეკომენდაციებზე.
ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“ შესახებ. მასში ასახული პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები: საორგანიზაციო შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან, ტრენინგი ტრენერთათვის, ვორკშოპები გენდერული საინიციატივო ჯგუფებთან სენაკის 14 ტერიტორიულ ერთეულში გენდერისა და ოჯახში ძალადობის თემებზე, ახალგაზრდების მიერ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები.
{youtube}5qdziqAKsYU{/youtube}
ტელეკომპანია „ეგრისის“ (სენაკი) ეთერში გავიდა ტელესიუჟეტი, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას, მის სოციალურ მასშტაბებსა და საფრთხეს. ეს აქტუალური თემაა სენაკისთვის, თუმცა ჯერ კიდევ კერძო პრობლემად მიიჩნევა.
როგორ ეხმაურებიან სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, საზოგადობის წარმომადგენლები, თვითმმართველობის წევრები ქვეყნის პრეზიდენტის ინიციატივას - 2015 წელი გამოცხადდეს ქალთა წლად.
სიუჟეტი წარმოადგენს არსებულ სურათს და პერსპექტივებს - ქალის მეტი სოციალური დაცვისა და პრევენციული ზომების მიღების თვალსაზრისით.
ფონდი „სოხუმის“ დაკვეთით ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით სიუჟეტი გავიდა. მასში გაშუქდა ინფორმაცია ხონში ჩატარებული მრგვალი მაგიდის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა მოქალაქეთა ინფორმირებას ადამიანური უსაფრთხოების ინკლუზიურ მიდგომებზე.
სიუჟეტში აისახა პროექტის მიმდინარეობა: როგორ მუშაობს ქალთა საინიციატივო ჯგუფი ხონში, რომელი პრობლემის ადვოკატირება მოხერხდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ამ ეტაპზე რომელი საკითხის ადვოკატირებაზე უწევთ მუშაობა. მაყურებელი მოისმენს ინტერვიუს იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროექტში და რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება.