ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ცენტრალური ბიბლიოთეკის, ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები, პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები.

შეკრებილებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია 2016 წლის ბიუჯეტის პროგრამების შესახებ. ქალბატონებმა გამოთქვეს წინადადება, რომ აქ მიღებულ ინფორმაციას ისინი გაავრცელებენ და ამით ბევრი ადამიანი, რომელსაც სჭირდება და არ იცის ამ პროგრამების შესახებ, გაიგებს და ისარგებლებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსმა, მერიის წარმომადგენლებმა ჩაინიშნეს კლუბზე დასმული პრობლემები და შეკრებილებს  მათ მოგვარებას შეპირდნენ. 

სხდომაზე დაიგეგმა ერთობლივი წერილის მომზადება კულტურის მინისტრის სახელზეისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ამ წერილის შესადგენად გენდერული საკონსულტაციო საბჭოს იურისტი უახლოეს დღეებში შეხვდება მუზეუმის დირექტორს და თანამშრომლებს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე განიხილეს ის სტანდარტები, რომლებიც საბავშვო ბაღების პერსონალს ეხება. შეხვედრას ესწრებოდნენ საბავშვო ბაღის წარმომადგენლები, რომლებსაც ინფორმაცია მიაწოდა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა. შეხვედრა საკმაოდ ინტერაქტიული იყო, ყველა დასმულ შეკითხვაზე მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.

შეხვედრაზე გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ №4 საბავშვო ბაღი ჩაისვა პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მოხდება მისი გარემონტება. ეს საკითხი კლუბის ადვოკატირების საგანს წარმოადგენდა, გაკეთდა წერილობითი მიმართვა რომელსაც თან ერთვოდა ხელმოწერები.

ასევე მოეწყო შეხვედრა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან, რომლებსაც მიეწოდა ინფორმაცია კლუბის მუშაობის შესახებ. აქცენტი გაკეთდა პარტიების და ამომრჩეველ ქალთა კლუბის თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე შეჯამდა კლუბის მუშაობა.  გამოიკვეთა ხელისშემშლელი ფაქტორები.  აქცენტი გაკეთდა კლუბის სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის ერთ-ერთ მონაკვეთში იურისტმა კლუბის წევრებს გააცნო  ცვლილებები ქვეყნის კონსტუტუციაში, რამაც აქტიური დისკუსია გამოიწვია. დაფიქსირდა ამ ცვლილებების საჯაროდ განხილვის აუცილებლობა.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრმა ნინო ნიკოლაიშვილმა ბოლო თვეების მუშაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქში ყალიბდება გენდერული პოლიტიკა, რაშიც ამომრჩეველ ქალთა კლუბის რვაწლიანმა მუშაობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
კლუბის წევრები მონაწილეობენ გენდერული პროექტების განხორციელებაში, მაგრამ მათ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა გადაწყვიტეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან. შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივ ღონისძიებათა ციკლი, რომელსაც კლუბი წარუდგენს სახელისუფლებო სტრუქტურებს.

 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

ამომრჩეველ ქალთა კლუბს სტუმრები - ქალაქ ოზურგეთის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ და ახლოს გაეცნენ მის მუშაობას. მათი  მოსაზრებით, კლუბის მუშაობა აუცილებელია მუნიციპალიტეტში ქალთა გააქტიურებისათვის, რათა მათ გაუჩნდეთ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მოტივაცია. მერიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ საკითხს, რომ კლუბმა განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა იმუშაოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, რათა ქალი-კანდიდატები გრძნობდნენ მხარდაჭერას, პირველ რიგში, თავად ქალების მხრიდან.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომას ესწრებოდნენ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ირინა საჯაია და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს  წევრები.

როგორც აღინიშნა, პროექტი დასრულდა. პროექტის ბოლოს შემფასებელს აქვს სურვილი, შეხვდეს და გაესაუბროს კლუბის აქტივისტებს. ოზურგეთლებმა უკვე დაიწყეს მზადება ამ შეხვედრისთვის - გაიხსენეს მუშაობის შედეგები, იმსჯელეს  ძლიერ და სუსტ მხარეებზე, გამოწვევებსა და  შესაძლებლობებზე.

მათთვის მთავარი ის არის, რომ ახალი პროექტის ფარგლებში ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობა გრძელდება.  ამიტომ ქალბატონებმა სამომავლოდ გასაკეთებელი საქმეებიც დაგეგმეს.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

ქალთა სოლიდარობის კვირეულის ფარგლებში ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით ჩატარდა მრგვალი მაგიდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილები.  მრგვალ მაგიდაზე მოწვეულნი იყვნენ ქალაქ ფოთის მერიის და მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდის დროს დევნილებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ ფოთის სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს. მათ შეძლეს თავიანთი პრობლემების დაფიქსირება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების წინაშე, რაც თანამშრომლობის და პრობლემების მოგვარების საწინდარია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია და საკრებულოს დეპუტატები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები ნანა ალანია და ელისო ცაგურია.

სხდომაზე შეკრებილმა ქალბატონებმა ქალაქისა და სოფლების სხვადასხვა აქტუალურ პრობლემაზე ისაუბრეს.

სოფელ თეკლათის ბაღის მეთოდისტმა საკრებულოს დეპუტატებს მადლობა მოახსენა იმისათვის, რომ ბაღს უფროს ჯგუფელთათვის გადასცეს კლუბის წინა სხდომაზე დაპირებული 5 სამეცადინო მაგიდა.

ამჟამად მიმდინარეობს სხვა პრობლემების ადვოკატირება და მოგვარება.

 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე განიხილეს მემორანდუმი, რომელიც მმართველი პარტიის საოლქო ორგანიზაციას უნდა წარედგინოს ხელმოსაწერად. ასევე ისაუბრეს პარტიის პროგრამის სოციალურ ნაწილზე. გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტი, კლუბის სახელით მომზადდება ქალების მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული კონკრეტული რეკომენდაციები.

კლუბის ინიციატივით და გამგეობის დახმარებით, ინკლუზიური ბავშვები თოჯინების თეატრის წარმოდგენას დაესწრნენ. აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია მათთვის და ამას სისტემატური ხასიათი მიეცემა.

კლუბის მოდერატორი და ასისტენტი შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან ცოტნე ზურაბიანს, რომელმაც გამოხატა კლუბთან თანამშრომლობის სურვილი, რაც ქალებისა და ახალგაზრდების გააქტიურებისაკენ იქნება მიმართული.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

   

წყალტუბოში ამომრჩეველ ქალთა კლუბი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა - გაიმართა კონფერენცია, რომლითაც გაიხსნა კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, ადგილობრივი და დევნილი ქალბატონები, ახალგაზრდები.

მონაწილეებმა მოისმინეს კამპანიის ისტორია. ფსიქოლოგისა და იურისტის მოხსენებები ეხებოდა ძალადობის სავალალო შედეგებს მოზარდებზე. მოეწყო ახალგაზრდების პრეზენტაცია თემაზე „არა - ძალადობას“. დაფიქსირდა მათი მოსაზრებები ძალადობის პრევენციისთვის.

შეხვედრამ მონაწილეთა აქტიური ჩართულობის ფონზე ჩაიარა.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები