ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე გაგრძელდა მსჯელობა წინა თვეში დასმულ საკითხზე - ლერმონტოვის 107-ში გადახურვის და სარდაფის დაბინძურების პრობლემა. მოწვეულმა სტუმარმა - აიპი კორპუსების წარმომადგენელმა ისაუბრა არსებულ პროგრამებზე და პრობლემის მოგვარების გზაზე.
შეხვედრაზე დაიგეგმა 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კლუბის ჩართულობა. გაიწერა კონკრეტული ღონისძიებები.
შეხვედრას ესწრებოდა ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ლია შაქარიშვილი, რომელმაც ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრობის სურვილი გამოთქვა.ის დაინტერესებულია საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნით,ამასთან დაკავშირებით მან კონსულტაცია გაიარა ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან, რომლებიც ამჟამად კლუბში არიან გაერთიანებულნი.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ბავშვთა უფლებები და მშობელთა უფლებები - ეს თემა საკმაოდ საინტერესო გამოდგა, რაც იგრძნობოდა ახალგაზრდული კლუბების შეხვედრებზე ხონში, ფოთსა და ქუთაისში.
საინფორმაციო შეხვედრებზე, ძირითადად, მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ზოგი მათგანი შედარებით პასიური იყო, ნაკლებად ჩაერთო აქტივობაში. მაგრამ უმეტესად ახალგაზრდები აქტიურად მსჯელობდნენ მათთვის აქტუალურ საკითხზე.
ერთ-ერთმა მონაწილე გოგონამ თავისი აზრი დააფიქსირა: „მე მაინტერესებს ამ თემაზე ინფორმაცია, ეს არის საჭირო საკითხი, რომელიც მსგავს კონტექსტში სკოლაში სამოქალაქო გაკვეთილებზე არ განიხილება“.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე მოწვეულ იქნა ქალაქ ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი. მან კლუბის წევრებს გააცნო იმ ახალი პროგრამის შესახებ, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტში დაინერგა - ეს არის დახმარება მათთვის, ვინც ვერ ხვდება სოციალური პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში, მაგრამ საჭიროებს მხარდაჭერას. პროგრამა მოიაზრებს ძალადობის მსხვერპლ ქალთა დახმარებასაც. ამ სიახლესთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა გაჩნდა. კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს, გაავრცელონ ინფორმაცია ახალი პროგრამის შესახებ და შესაბამისი ბენეფიციარებიც მოძებნონ.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით





ეთიკური ნორმები და პიროვნული კულტურის ფორმირება, როგორც ძალადობის პრევენციის ინსტრუმენტი - ამ აქტუალურ თემაზე ისაუბრეს ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ხონის მე-3 და სენაკის მე-4 სკოლაში და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.
თემამ თავიდანვე გამოიწვია ინტერესი. ცხოვრებისეულმა მაგალითებმა მეტი გულწრფელობა და გახსნილობა შემატა ახალგაზრდებს და ისინი აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.
ახალგაზრდებმა აღნიშნეს:
„მსგავსი თემების განხილვა დადებითად მოქმედებს ჩვენს ცნობიერებაზე, დამოკიდებულებაზე სხვადასხვა საკითხის მიმართ“.
„მე მომწონს ეთიკის ნორმების დაცვა, რაც დაკავშირებულია ძალადობის პრევენციასთან“.
„საინტერესო და მჭიდრო კავშირია ეთიკასა და ძალადობას შორის და კარგია, რომ ეს დავინახეთ“.



ოჯახში ძალადობის პრობლემები, გენდერული ძალადობა, ნეგატიური შედეგები და პრევენციული მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის - ამ და სხვა საკითხებზე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები წყალტუბოს მე-4 და მენჯის საჯარო სკოლებში, ქუთაისის ბავშვთა სოფელში.
ახალგაზრდებმა საინტერესო მაგალითები მოიყვანეს, ისაუბრეს ტრადიციებზე, ქალის როლზე ქართულ ოჯახში, ძალადობის მიზეზებზე, თანაბარუფლებიან საზოგადოებაზე.

კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა, მასში მონაწილეობა მიიღო 15 მოსწავლემ.
როდესაც საუბარი დაიწყო ქალთა უფლებების დაცვაზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „ძალადობის თემა ჩვენთვის უცნობია. კოკი ძალიან მშვიდი სოფელია, სადაც არ ხდება ძალადობის ფაქტები, არ არის ქალის დისკრიმინაცია“.
შეხვედრამ დაამსხვრია მითი, რომ 8 მარტი ქალთა დღესასწაულია და დააფიქსირა, რომ საკუთარი უფლებების ცოდნა და სოლიდარობა თავდაცვის საუკეთესო იარაღია.
ეს შეხვედრა იმის ნიშანია, რომ სამუშაო ჯერაც ბევრია.