ონლაინ შეხვედრებით დასრულდა ახალგაზრდებთან ხუთთვიანი სასწავლო კურსის შეჯამება. 20 სექტემბერს შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ  ქობულეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, 22 სექტემბერს კი - ახალგაზრდები თერჯოლის, სამტრედიის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებიდან.

ახალგაზრდული ცენტრების ლიდერებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. გაიმართა აქტიური დისკუსიები.

ასეთი იყო მონაწილეთა შეფასების ერთი ნაწილი:

„ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ფონდ „სოხუმთან“ მჭიდრო თანამშრომლობა“.

„ძალიან აქტიური და ყოჩაღი ახალგაზრდები დავინახეთ, რომლებსაც შეუძლიათ აქტუალურ თემებზე ესაუბრონ თავიანთ თანატოლებს“.

„მე ვხედავდი, როგორი პასუხისმგებლობით ამზადებდა ჩემი შვილი დავალებას. ის კიდევ უფრო გააქტიურდა“.

„პრეზენტაციების საშუალებით ახალგაზრდებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს მნიშვნელოვანი თემები“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სექტემბერი საინფორმაციო შეხვედრებისთვის აქტიური გამოდგა: სხვადასხვა თემთან ჩატარებულ შეხვედრებში გამოყენებული იყო როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ ფორმატი.

საინფორმაციო შეხვედრებიდან იდენტიფიცირებულ იქნა ოჯახური ძალადობის შემთხვევები, რომელთა გადამისამართება მოხდა ფსიქოლოგთან და იურისტთან, საჭიროებიდან  გამომდინარე.

მთელი თვის განმავლობაში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები თემში არსებული პრობლემების ადვოკატირების მიზნით ხვდებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

საინფორმაციო შეხვედრები ათივე სამიზნე მუნიციალიტეტში ჩატარდა და მათ 158 ადამიანი დაესწრო. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრას დაესწრნენ დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, კრიზისული ცენტრის და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები, აქტიური ქალები.

მათ წინაშე წარმოდგენილი იყო ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევა „ქალთა დასაქმების ხელშეწყობა - ბავშვთა მოვლის სერვისები - ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენცია და ეფექტიანი რეაგირება“.  

შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, რამდენად აფერხებს ქალებს ბავშვთა მოვლის დამატებითი სერვისების არარსებობა დასაქმებასა და თვითკმარი ცხოვრების დაწყებაში. აღინიშნა, რომ მონიტორინგის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყება ქალთა საჭიროებაზე მორგებული ბავშვთა მოვლის დამატებითი სერვისების შექმნის ან განვითარების ადვოკატირება.

 პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrotfür die Welt -Evangelischer

Entwicklungsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

„მე ვიცოდი, რომ საჭიროა კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მომეგვარებინა ის მშვიდობიანად. ვიცოდი, რომ უნდა ვიყო ტოლერანტი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ“.

„თავიდან ჩვეულებრივი ტრენინგის მოსასმენად, უბრალოდ, პასუხისმგებლობისთვის მოვემზადე, მაგრამ სამი საათი სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი. ეს იყო პირველი შთაბეჭდილება. და ამ ხუთმა თვემ არა მარტო არაფორმალური ცოდნის რესურსი გაზარდა ჩვენში, არამედ უკეთესი მოქალაქე“.

ასე საუბრობდნენ შემაჯამებელ შეხვედრაზე ნიჭიერი ახალგაზრდები ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის მუნიციპალიტეტებიდან და წარმატებული მუშაობისთვის მადლობას უხდიდნენ ფონდ „სოხუმის“ ტრენერებს: ნინო ჭაბუკიანს, ლარისა შენგელიას და ბექა ფოცხვერიას.

საშვებულებო პერიოდის მიუხედავად, აგვისტოში აქტიურად მუშაობდნენ ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტი.

ეს ციფრებშიც კარგად ჩანს:

ქალთა მხარდაჭერის 5 ცენტრში გაიმართა ონლაინ და ოფლაინ ჯგუფური შეხვედრები და ინდივიდუალური კონსულტაციები 47 ბენეფიციართან.

ფსიქოლოგმა ჩაატარა მუშაობა სამ კრიზისულ ოჯახთან და ონლაინ ფსიქოთერაპია 16 ადამიანთან.

იურისტმა 4 ონლაინ და 3 უშუალი შეხვედრა მოაწყო ინდივიდუალურად.

ყველა მონაწილე კმაყოფილია საკონულტაციო მუშაობით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

25 აგვისტოს ქალთა მხარდაჭერის ათივე ცენტრის მობილიზატორთა შეხვედრა გაიმართა. ონლაინ ფორმატში მონაწილეებმა შესრულებული სამუშაო შეაფასეს და ადგილებზე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება. მათი შეფასებით, საინფორმაციო შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრობლემის იდენტიფიცირების და ქალთა საჭიროებების გამოვლენის კუთხით. ინფორმაციის გაცვლის შემდეგ  მონაწილეებმა მომდევნო თვის გეგმაც განიხილეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მოსახლეობის ინფორმირების კუთხით. შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს კოორდინაცია ყველა იმ სუბიექტს შორის, რომლებიც ძალადობის საკითხებზე მუშაობენ, რათა მსხვერპლმა მხარდაჭერა უფრო კარგად იგრძნოს.

გარდა ძალადობის პრობლემისა, მობილიზატორებს მიმართავენ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, მათი ადვოკატირება ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით მიმდინარეობს.

შეხვედრები ჩატარდა ჩოხატაურის, სამტრედიის, ქობულეთის, თერჯოლის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბაღდათის, სენაკის, ვანის, ზუგდიდის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა თემში გამართულ შეხვედრებზე მონაწილეებმა ოჯახში ძალადობის პრობლემებზე გააკეთეს აქცენტი. ისაუბრეს იმ სერვისებზე, რომლებიც მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებობს მუნიციპალიტეტებში. ისინი აღნიშნავენ, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად, გახსნილად ისაუბროს ძალადობის შემთხვევებზე, თუმცა ყველა მონაწილემ დაადასტურა, რომ ძალადობის ფაქტები გახშირდა, კრიზისულ ოჯახებთან უფრო მეტი სამუშაოა საჭირო და ამ საქმეში დიდია არასამთავრობო სექტორის წვლილი.

შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს. ისინი განაგრძობენ მუშაობას ცალკეულ ადამიანებთან, რომელთაც მეტი დახმარება სჭირდებათ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ეხებოდა ემიგრანტების, შეყვარებულთა ურთიერთობის და ოჯახური ძალადობის თემებს.

ქუთაისში ეპიდვითარების გამო ქუჩაში მაყურებელი ცოტა იყო, მაგრამ გამვლელები ჩერდებოდნენ და ინტერესით უყურებდნენ სცენას.

სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) კი მაყურებლები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, მათ გამოხატეს სურვილი, რომ წარმოდგენების ჩვენება გაიმართოს  სხვადასხვა სკოლაში.

ფორუმ-თეატრის მსახიობებმა ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქუთაისში ჩატარებულ ახალგაზრდულ ღონისძიებებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შვილებისა და მშობლების ურთიერთობები, კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები, ლიდერის უნარ-ჩვევები - ამ თემებზე ჩატარდა ონლაინ ტრენინგები ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის, ჩოხატაურის, ქობულეთის და თერჯოლის ახალგაზრდულ კლუბებში.

ტრენინგებზე იყო დისკუსიები, კონკრეტული ქეისების განხილვა, გულწრფელი საუბრები. საინტერესო თემებმა განაპირობა მონაწილეების აქტიურობა და  მაქსიმალური ჩართულობა. ტრენინგის მონაწილეები მსჯელობდნენ თაობათა შორის პრობლემებზე, კონფლიქტის ეტაპებზე. ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა სურვილი გამოხატა, რომ ლიდერობა ისწავლებოდეს, როგორც სასკოლო საგანი.

 

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები