ქუთაისში გრძელდება საინფორმაციო შეხვედრების ციკლი, რომელთაც  საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრები ატარებენ.

მინისტადიონის მოწყობა თაბუკაშვილის ქუჩაზე, ყოფილი სააფთიაქო სამმართველოს შენობაში მცხოვრები დევნილთა თემის მიერ გამოვლენილი პრობლემაა. ამ საკითხზე მუშაობენ ფონდ „სოხუმში“ გადამზადებული ქალები. ისინი სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზეც ფლობენ ინფორმაციას და სხვებსაც უზიარებენ. მერიაში წარსადგენი წერილი მზად აქვთ და რეაგირებას დაელოდებიან. ქალებმა იციან, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი სოციალური პირობები.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის წევრები საკუთარ თემში აქტიურად ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს.

ახლა დასახლება „კოტეჯებზე“ გიამბობთ - გურამ გაბისკირიას ქუჩაზე, სადაც ყოფითი და ინფრასტრუქტურული პრობლემების იდენტიფიცირებაც მოხდა და ადვოკატირებაც დაიწყო: გზის საფარის და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ისინი უკვე შესაბამისი უწყებების რეაგირებას ელოდებიან.

ეს ეტაპები სწორედ ჩვენი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ამიტომ სჯერათ, რომ გუნდურ მუშაობას უკეთესი შედეგი და წარმატება მოაქვს.

დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ქალები კარგად ინფორმირებულები არიან სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზე და ცდილობენ, უფრო გააქტიურდნენ, რათა თავიანთი  ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე “მედიაცია და შუამავლობა, როგორც შერიგების რიტუალი". მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მედიაციის, მედიატორობის სხვადასხვა ტიპებისა და შუამავლობის მნიშვნელობის შესახებ, ჩაერთნენ პრაქტიკული ტიპის სავარჯიშოებში, რომლებიც ეხებოდა კონფლიქტების მართვასა და პროცესის მედიატორობას. ტრენინგს USAID-ის წარმომადგენელი - გიორგი ხეჩინაშვილი ესწრებოდა. კლუბის ლიდერმა, წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას, პროექტის- “ახალგაზრდები მშვიდობისთვის” ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და შედეგები გააცნო. შეხვედრას სსიპ ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N 6 საჯარო სკოლა მასპინძლობდა . ქუთაისისა და ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა გაცვლითი შეხვედრის ფორმატის ფარგლებში ერთმანეთს ინფორმაცია და გამოცდილება გაუზიარეს,ისაუბრეს მათ მიერ ადვოკატირებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე. მონაწილეთა შეფასებით, მსგავსი შეხვედრები კარგ შესაძლებლობას აძლევს კლუბის წევრებს, უფრო ახლოს გაიცნონ ერთმანეთი. 

ქუთაისის დევნილთა თემში  (ყოფილი კოოპერაციული ტექნიკუმი) გაიმართა სამუშაო შეხვედრა. საინიციატივო ჯგუფის წევრი ქალები, რომლებაც გაიარეს ტრენინგები, გაიღრმავეს ცოდნა და შეიძინეს ახალი  უნარები, ახლა თავიანთ თემში ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს და ერთიანობის, სამოქალაქო აქტივიზმის, გუნდურობის მნიშვნელობასა  და აუცილებლობაზე საუბრობენ.

სადრენაჟე არხების არარსებობა, სარდაფებში დაგროვებული წყალი და შენობის დაზიანებული ფასადები - ამ პრობლემის იდენტიფიცირებაც მოახდინეს და ადვოკატირების პროცესიც დაიწყეს. აგროვებენ ხელმოწერებს, რათა ადგილობრივ თვითმმართველობას წარუდგინონ და დახმარება სთხოვონ.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა მინი პროექტის ფარგლებში შესრულებულ და განსახორციელებელ აქტივობებზე ისაუბრეს. შეხვედრას ხონის N 3 საჯარო სკოლა მასპინძლობდა . ხონის ქალთა საინიციატივო პირველი  ჯგუფის წევრებმა პროექტის ფარგლებში მოგვარებულ პრობლემებზე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, ზოგადად პროექტის სიკეთეებსა და გავლენაზე ისაუბრეს. შეხვედრას იუსაიდის წარმომადგენელი , ბატონი გიორგი ხეჩინაშვილი ესწრებოდა.  სწორად შერჩეული პრობლემა, სწორად წარმართული პროცესი, წარმატებული ადვოკატირების საწინდარია-ხონის ქალთა საინიციატივო მეორე  ჯგუფმა , ადვოკატირების გეგმის შემუშავებაზე იმსჯელა. 

წყალტუბოს ახალგაზრდულმა ჯგუფებმა მშვიდობის თემაზე მინი-პროექტები განახორციელეს. ყველა აქტივობა თავისი შინაარსით სამშვიდობო საკითხების პოპულარიზებას და ახალგაზრდების როლის გაზრდას ისახავდა მიზნად. ატივობებმა შესაძლებლობა მისცა მონაწილეებს , მეტი ინფორმაცია მიეღოთ აფხაზეთსა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. იფიქრეს, იმსჯელეს, რა შეუძლიათ გააკეთონ მშვიდობისთვის. საკუთარი სათქმელი სხვადასხვა ფორმით გამოხატეს და საზოგადოებას ამ თემის პრიორიტეტულობა შეახსენეს. აქტიური იყო ქალთა ჯგუფიც. წევრებმა ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს. პრობლემებად ის საკითხები შეარჩიეს, რომელიც კვლევის შედეგად იქნა გამოვლენილი. 

ეს ფოტოები ასახავს სამუშაო  შეხვედრას, რომელიც ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე გაიმართა. ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ადვოკატირების საკითხებზე სამუშაოდ მოამზადა საინიციატივო ჯგუფის წევრები. ახლა ისინი თავიანთ დასახლებებში ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით.

შეხვედრის მონაწილეები საუბრობენ გუნდურობის აუცილებლობაზე, საერთო ქონების მოვლა-პატრონობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე, საკუთარ თემში არსებულ კონკრეტულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გამოავლინეს  პრობლემები და ადვოკატირების პროცესიც დაიწყეს. ახლა ისინი საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ სხვებს, რათა მეტი ადამიანი ჩამოყალიბდეს ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორად.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა დაასრულეს მუშაობა მინი-პროექტზე -„კულტურით, სპორტით, შემეცნებით მშვიდობისკენ“ . პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა: ვორკშოპი მშვიდობის თემაზე, ფილმის ჩვენება და დისკუსია, შეხვედრა დევნილ ქალებთან, ინფო-პიკნიკი, სპორტული შეჯიბრებები. მიზანი მშვიდობის თემის გააქტიურება და პოპულარიზება იყო. ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს. მონაწილებმა იმსჯელეს იმ აქტივობებზე, რომელიც მათ მიერ შერჩეული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა განხორციელდეს. სწორად გაწერილი გეგმა დაეხმარება ჯგუფის წევრებს, ადვოკატირების პროცესი ეფექტიანად განახორციელონ. 

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტში ჩართული საინიციატივო ჯგუფის წევრები - იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები სხვადასხვა თემიდან (ყოფილი კლინიკური საავადმყოფო, ყოფილი კოოპერაციული ტექნიკუმი და შერვაშიძის №58).

შეხვედრის მონაწილეები მზად არიან, ტრენინგებზე და შეხვედრებზე მიღებული  ცოდნა და  გამოცდილება გაუზიარონ თავიანთ თემში მცხოვრებ ადამიანებს და  შეუდგნენ არსებული პრობლემების მოგვარებას.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საინიციატივო ჯგუფის წევრები - დევნილი ქალები და გოგონები ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიური ცენტრიდან.

ჯგუფის წევრები ცდილობენ, მაქსიმალურად გამოიყენონ ტრენინგებზე შეძენილი უნარები და მოტივირებულები არიან თავიანთი პრობლემების მოგვარებისთვის. მათი თქმით, პროექტმა გააძლიერა ყოველი მონაწილე, დაარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში. ყოველივე ეს კი აუცილებელი პირობაა ადვოკატირების წარმატებულად წარმართვისთვის.

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები