მშვიდობის საერთაშორისო თარიღთან დაკავშირებით ფონდ "სოხუმის" ინიციატივით ,საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში ქართულ-აფხაზური და ოსური სამზარეულოს დღე აღინიშნა.მსგავსი სახის ღონისძიება ხელს უწყობს კონფლიქტის დარეგულირებას და ურთიერთობების დათბობას.არაფორმალურმა გარემომ აჩვენა,რომ,კულინარიული თვალსაზრისითაც ბევრი საერთო გაგვაჩნია. მნიშვნელოვანია თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნება . აქტივობა ფონდის "სოხუმი" მიერ შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა .
ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა კოკის ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მიიღეს.მოწვეული იყვნენ,როგორც ადგილობრივი,ასევე დევნილი თემის წარმომადგენლები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,შეხვედრა განსხვავებული ფორმატით გამართეს.სამშვიდობო სტრატეგიიდან გამომდინარე ,ახალგაზრდების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა გაიმართა.მომზადდა ბანერები,სადაც დატანილი იყო მესიჯები თემასთან დაკავშირებით.აღინიშნა,რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს სამშვიდობო პროცესების დარეგულირებას და ურთიერთობების აღდგენას.
12 სექტემბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების საერთო ინიციატივების ფარგლებში, ქართულ-აფხაზური და ოსური სამზარეულოს დღე აღინიშნა.
ღონისძიება მშვიდობის საერთაშორისო დღის ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია მშვიდობიანი ურთიერთობების დამკვიდრების ხელშეწყობა სახალხო დიპლომატიის ფარგლებში.
მონაწილეებმა წარადგინეს კერძები, აღწერეს შემადგენლობა და ბოლოს დააგემოვნეს კიდეც.
ღონისძიების პარალელურად , ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს , მოაწყევს თემატური ნახატებისა და ფოტოების გამოფენა.
ქალთა ჯგუფის წევრმა საზოგადოებას საკუთარი ლექსები გააცნო.
ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე “მედიაცია და შუამავლობა, როგორც შერიგების რიტუალი"
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მედიაციის, მედიატორობის სხვადასხვა ტიპების და შუამავლობის მნიშვნელობის შესახებ.
კონფლიქტების მართვასა და პროცესის მედიატორობის შესახებ პრაქტიკული სავარჯიშოებიც ჩატარდა.
შეხვედრას სსიპ ხონის N 3 საჯარო სკოლა მასპინძლობდა.
მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით სენაკში ქართული, აფხაზური და ოსური სამზარეულოს დღე აღინიშნა. ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდა. არაფორმალური ურთიერთობის ფონზე, კერძების დაგემოვნებასთან ერთად მონაწილეები იხსენებდნენ პოზიტიურ ისტორიებსა და საერთო ტრადიციულ ელემენტებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობებიდან. ჯგუფის წევრებმა კერძების ისტორიასა და შემადგენლობაზეც ისაუბრეს. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს სხვა ყველაფერთან ერთად სამზარეულოც საერთო გვქონდა. შეხვედრას ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, ახალგაზრდები, დევნილი ქალები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ. ღონისძიება რომელიც ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული სამშვიდობო სტრატეგიის ფარგლებში ჩატარდა, მიზნად ისახავს ქართულ-აფხაზურ-ოსურ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.ბენეფიციარების თხოვნით მოწვეულმა სტუმარმა , ფონდ "სოხუმის"იურისტმა თამარ ფაჩულიამ, მათ კითხვებს უპასუხა.ჯგუფის წევრებმა მიწის საკუთრებაში მიღებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიარეს;განიხილეს სკოლის მშენებლობის პროცესის შეჩერების თემა;მიიღეს ინფორმაცია ,თუ როგორ შეიძლება კანონის ფარგლებში,მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების მოგვარების პროცესში,რაც ყველაზე მეტად აწუხებს.
ფონდი „სოხუმის“ ოფისში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა პროექტში ჩართული საინიციატივო ჯგუფის (ქუთაისის ყოფილი კოოპერაციული ტექნიკუმის და კლინიკური საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები დევნილი ქალები და გოგონები) წევრებთან.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემების ადვოკატირების პროცესზე, გავლენასა და ცვლილებებზე, შესრულებული და ჯერ კიდევ შეუსრულებელი სამუშაოების შესახებ. დაასახელეს ახალი პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც პროექტის ფარგლებში გეგმავენ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ქალთა ფონდმა ,,სოხუმი,, ახალგაზრდული პარკის მშვიდობის ხეივანში მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა .
საერთო ინიციატივების ფარგლებში, ქალთა და ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფებმა ქართული, აფხაზური და ოსური სამზარეულო წარმოადგინეს, აღწერეს თითოეული კერძის შემადგენლობა და აღნიშნეს, რომ მოამზადეს სიყვარულით.
კერძების დაგემოვნებასთან ერთად სიამოვნებით მიირთვეს ქვიშაზე მოდუღებული სოხუმური ყავა.
ასევე, მოეწყო თემატური ნახატების, ფოტოების გამოფენა და კონცერტი - ლექსები და სიმღერები სამშობლოზე. ჩატარდა ვიქტორინა - რა ვიცით აფხაზეთის შესახებ და გამოვლინდა გამარჯვებულიც.
პროექტის „იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები - საჭიროებაზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში” ფარგლებში გრძელდება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები დევნილთა თემში -სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზე.
პროექტის მონაწილემ ეკატერინა სილაგაძემ ტრენინგენზე მიღებული ცოდნა ზაქარიაძის 21-ში მცხოვრებ დევნილებს გაუზიარა.
დასახლების მთავარ პრობლემას დაზიანებული ფასადი წარმოადგენს, ასევე გამოიკვეთა ძელსკამების საჭიროება. პრობლემის აღმოსაფხვრელად საინიციატივო ჯგუფი წერილს შეიმუშავებს და შესაბამის ადგილობრივ სახელმწიფო სამსახურებს მიმართავს რეაგირებისთვის.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ქუთაისში, ნიკეას 21-ში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პრობლემების ადვოკატირების და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე.
საინიციატივო ჯგუფის წევრი მარიკა პაპავა, რომელმაც ქალთა ფონდ „სოხუმში“ გაიარა ტრენინგები, ცდილობს, თავის თემში არსებული პრობლემები განიხილოს და ყველა ბერკეტი გამოიყენოს მათ გადასაჭრელად.
დევნილთა თემში მთავარი პრობლემებია: სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა, დატბორილი სარდაფი და დანესტილი ფასადი.
საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა წერილი, რომელიც შესაბამის უწყებებს წარედგინება. რეაგირების შემდეგ უნდა მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში