მრგვალი მაგიდა ლანჩხუთში - ელექტრონული სერვისები

„ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული სერვისების განვითარება  მოქალაქეთათვის ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით“ – ამ თემაზე გაიმართა მრგვალი მაგიდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  მერიაში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მასმედიის, სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.

პროექტის კურატორი ორგანიზაციის  „იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ასისტენტმა თამარ მოსეშვილმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის  მნიშვნელობას საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგში. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის - „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ ხელმძღვანელმა ამირან გიგინეიშვილმა ყურადღება გაამახვილა პროექტის ფარგლებში შემუშავებულ „ელექტრონულ მენეჯერზე“. მეორე პარტნიორი ორგანიზაციის - „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით გოგიჩაიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მონაწილე სტეიქჰოლდერებმა  კი ისაუბრეს  მოქალაქეთათვის ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის  ეტაპობრივი განვითარების მნიშვნელობაზე.  

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები