ფონდმა „სოხუმმა“ მერეც განაგრძო მარიაზე ზრუნვა, ახალშობილს საჭირო ნივთები და ტანსაცმელი მიუტანეს. დაეხმარნენ პედიატრის მოძებნაში, რომელიც შინ აკითხავდა. საბუთების გაფორმებისთვის უკრაინულიდან მთარგმნელიც იპოვეს და ნოტარიუსიც. მერიაში განცხადება შეიტანეს ბინის ქირის გადახდაზე - ახლა მარია პატარასთან და დედასთან ერთად ქუთაისში ცხოვრობენ (მეუღლე უკრაინაშია).
მარია - ერთ-ერთია ჩვენი დიდი „სიიდან“. ჩვენს ბაზაში 91 ადამიანია, 28-მ უკვე დატოვა საქართველო. 14-მა ოჯახმა მიიღო დახმარება, ზოგმა – მეორედ (პროდუქტები, მედიკამენტები, ჰიგიენის და საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებები, ტანსაცმელი, თეთრეული).
სოფია წირღვავა (უკრაინელ ლტოლვილებთან მუშაობის ასისტენტი) აღნიშნავს: „ჩვენ მუდმივად კონტაქტში ვართ იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც მხარდაჭერის გაწევა შეუძლიათ უკრაინის მოქალაქეებისთვის. ორმა ქალბატონმა ორგანიზაცია «CARE»-სგან ფინანსური დახმარება მიიღო, ერთი ქალბატონი უფასო სხივურ თერაპიას გადის ონკოლოგიურ კლინიკაში. ჩვენ მას ასევე დავეხმარეთ საცხოვრებელი ბინის მოძებნაში. რომლის ქირასაც მერია იხდის. მატერიალური დახმარების გარდა, ვაგვარებთ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს. მაგალითად, ვიპოვეთ ქართული ენის უფასო კურსები, სპორტული წრე - ბიჭუნასთვის. გავაგზავნეთ წერილი მერიაში, რომ უკრაინელების მიმღები ოჯახები კრიზისული ოჯახების პროგრამაში ჩასვან. დადებითად გადაწყდა საქალაქო ტრანსპორტით უკრაინის მოქალაქეების უფასო მგზავრობის საკითხი. ამასთანავე ვუწევთ საინფორმაციო დახმარებას – მაგალითისთვის, ორგანიზაცია «Caritas»-მა გამოაცხადა ქრონიკული დაავადებების უფასო რეაბილიტაცია და მკურნალობა; ან რომ არის ექიმთა (პედიატრი, ოფთალმოლოგი, ტრავმატოლოგი) ჯგუფი, რომლებიც უფასო ონლაინ კონსულტაციებს ატარებენ.
და კიდევ: ქალთა ფონდი „სოხუმის“ ბლოგზე გაჩნდა ახალი რუბრიკა „ქალები უკრაინიდან“ - https://blogofwomanfundsukhumi.tilda.ws/
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)