მარი - პროექტის აქტიური მონაწილე

ბევრი ლიდერი ქალი გამოკვეთა საპროექტო მუშაობამ.

მარი ჭითანავა ერთ-ერთი მათგანია. ამიტომაც შეჩერდა მასზე არჩევანი, როცა დაიწერა სტატია ჩვენს პარტნიორ მედიაგამოცემაში „აქტ2“.

მარი აფხაზეთიდანაა. 26 წლისაა, სამი შვილის დედა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ სამუშაო შეხვედრებზე რომ მიიწვიეს, უარი თქვა, არც ინტერესი ჰქონდა და არც დრო. მაგრამ მერე მაინც გადაწყვიტა ჩართვა ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფში. თანდათან იზრდებოდა მისი ინტერესი, სულ უფრო აქტიურობდა და ისრუტავდა ყველაფერს, რასაც უზიარებდნენ ცოცხალ თუ ონლაინ შეხვედრებზე.

მუშაობა მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში კოალიციური პროექტით „რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში იგპ და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი მონაწილეობის გაზრდა“.

პროექტის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით დევნილებთან და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან, რათა უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში.

პროექტში ჩართვამ ბევრი რამ შეცვალა მარი ჭითანავას ცხოვრებაში, ბევრ საინტერესო და სასარგებლო ტრენინგს დაესწრო, სერიოზული გამოცდილება მიიღო, ბევრი რამ ისწავლა და შეუძლია, სხვასაც ასწავლოს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, მარი მადლობელია განგების და კეთილი ადამიანის, ვისი რჩევაც გაითვალისწინა და ფონდ „სოხუმთან“ ურთიერთობის საუკეთესო შანსი ხელიდან არ გაუშვა.

 

http://www.act2.ge/index.php/temebi-ka/sazogadoeba/3661-2022-08-01-10-27-22?fbclid=IwAR3Bn7dds1pourRSlCQCMyt3_Lyzk2oWGHQduNc-LNFxoYsUNnqSnf8jrKw

 

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები